„ევროპული საქართველო“ არის პარტია, რომელიც ეფუძნება ადამიანის უფლებებს, მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებას, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის განვითარებას და ყველა მოქალაქისთვის თანაბარი სასტარტო პირობების შექმნას. ევროპული საქართველო არის მემარჯვენე-ცენტრისტული მიმართულების პოლიტიკური ძალა და წარმოადგენს მკაფიოდ გამოკვეთილი საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის მქონე გაერთიანებას, რომლის პრიორიტეტს წარმოადგენს საქართველოს ევროპულ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრულ ინტეგრაციას.