"წმიდა პაპასა რომისასა..." - სულხან-საბას წერილი პაპ კლემენტ XI-ს

2 ნოემბერი 2022
2 ნოემბერი 2022

"წმიდა პაპასა რომისასა..." - სულხან-საბას წერილი პაპ კლემენტ XI-ს

სულხან-საბა ორბელიანის წერილი პაპ კლემენტ XI-ს, 1709 წელი

წმიდა პაპასა რომისასა, მეათერთმეტეს კლემენტოსს,

ზეცისა სასუფეველისა კლიტეთა მპყრობელსა და ქუეყანასა ზედა წმიდათა შესაკრებლთა თავსა, თავისა მის მოციქულისა პეტრეს მოსაყდრესა, იესოს ქრისტეს სისხლით მოსყიდულთა ცხოვართა მართალსა მწყემსსა, წმიდათა უაღრესსა, ცრემლით და შევრდომით აღუარებ ყოველთა ცოდვათა და ვევედრები, წმიდათა ფერხთა მთხვეველი, მეუღლითურთ ჩემით, მინდობილნი მადლისა მაგათისანი, რათა ცოდუათა ჩუენთა სიმრავლეთა აღხოცად ევედროს ღმერთსა და წმიდა კურთხევა მათი მოგვფინოს და ლოცვა ყოს ჩუენ, უღირსთათვის, რათა სიმტკიცით ვეგნეთ მართალსა სარწმუნოებასა ზედა შეურყეველად სიტყვით და საქმით.

უწყით, რამეთუ შენ გაქუს ხელმწიფება მიტევებად ცოდუათა, რომელი მოგცა განხსნა და შეკრვა იესო ქრისტემან.

თქვენის მადლის მფარველობითა უხილავ მტერსა ზედა მომეხმარე, თუარა ხილულს მტერს ჩემზედ არა შეუძლია რა.

ოღონდ ეს ვინცავინ აქ მართმადიდებელნი არიან, ამათზედ თქუენი ლოცუა და საქმითაც მოხმარება იყოს ხილულის მტრებისაგან დიდს ჭირშს არიან.

ყოველთა ცოდვილთ უცოდვილესი,

ორბელისშვილი სულხანყოფილი, მონაზონი საბა,

მიწა ფერხთა თქვენთა.

15 აგვისტო, 1709