"წინასწარმეტყველება საქართველოდან" - უკრაინული ტელევიზიები და ონლაინგამოცემები ევროპული საქართველოს, თავისუფლების ინსტიტუტის, ტაბულას, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების აქციას ეხმაურებიან.
25 თებერვალს მთავრობის ადმინისტრაციის წინ პარტნიორმა ორგანიზაციებმა, ევროპული საქართველოს ინიციატივით, 1921 წლის საბჭოთა ოკუპაციასთან დაკავშრებით აქცია გამართეს, სადაც ოკუპაციის შესახებ ფილმის ჩვენების შემდეგ აქციის მონაწილეებმა კრემლი დაანგრიეს.
"საქართველოში აქტივისტებმა გადაწყვიტეს, ნათლად ეჩვენებინათ როგორი იქნება კრემლის მომავალი" - წერს ფართო უკრაინული მედიაპლატფორმა 1+1.
"102 წლის წინ ჩვენი გმირების თავგანწირვა არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენი პირველი რესპუბლიკა გადარჩენილიყო საბჭოთა ტირანიის აგრესიას. მაშინ, პირველ რიგში, გეოპოლიტიკური ვითარება არ იყო ჩვენ სასარგებლოდ", - ამბობს გიგა ბოკერია, - "ახლა, როცა გეოპოლიტიკური ვითარება საჩვენოდ არის შემობრუნებული, თუ ჩვენ ამ შანსს კიდევ ერთხელ ვერ გამოვიყენებთ, თაობებს გავწირავთ, როგორც ეს მოხდა 1921 წლის 25 თებერვალს".