"თქვენ არასდროს იქნებით მარტონი" - იუშჩენკოს 2008 წლის გამოსვლა თბილისში, აგვისტოს ომის დროს

22 იანვარი 2022
22 იანვარი 2022
22 იანვარი 2022

"თქვენ არასდროს იქნებით მარტონი" - იუშჩენკოს 2008 წლის გამოსვლა თბილისში, აგვისტოს ომის დროს

უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს გამოსვლა თბილისში, აგვისტოს ომის დროს

ძვირფასო ქართველო ერო!

ჩვენ დღეს რამდენიმე ათასი კილომეტრი ვიფრინეთ იმისთვის, რომ ძალიან გვინდოდა აქ, თქვენთან ერთად ყოფნა.

ჩვენ ვიცოდით, რომ დღეს აქ უნდა ვყოფილიყავით.

დღეს ჩვენ აქ ვართ იმის სათქმელად, რომ საქართველო ჩვენი მეგობარია, ხოლო ქართველები ჩვენი მეგობრები.

დღეს საქართველოსთვის ყველაზე მძიმე დროს, ვამაყობთ, რომ თქვენ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის უფლება გაქვთ. ჩვენ გამოვიარეთ ათასობით კილომეტრი, რათა ყველაზე ძლიერ ერს - ქართველებს, გამოვუცხადოთ სოლიდარობა.

ჩვენი გული თქვენ გეკუთვნით. ჩვენო ძვირფასო ქართველო მეგობრებო, გაივლის დრო და ჩვენ ამ ისტორიის მძიმე დღეებს, რომელიც ძალიან გმირულად გაიარა ქართველმა ერმა, შევაფასებთ - თავისუფლება ღირს იმად, რომ მისთვის იბრძოლო.

ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ქართველები თავისუფლების ღირსნი არიან. აქ იმისთვის ვართ, რათა დაგიდასტუროთ, რომ თქვენი სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა ჩვენთვის ღირებულია. თქვენ არასოდეს არ იქნებით მარტონი. მადლობა იმისთვის,რომ აქ უკრაინული დროშები გაქვთ. ეს იმის მთქმელია, რომ მილიონები ვართ.

მინდა ჩემი გამოსვლა დავამთავრო სიტყვებით, საქართველო თავისუფალია და მუდამ იქნება თავისუფალი. გამარჯვება თითოეულ თქვენგანს! გაგიმარჯოთ თქვენ! გაუმარჯოს საქართველოს!

2008 წ.