ამბები

"საქართველო ჩვენთანაა" - უკრაინული მედია ევროპული საქართველოს აქციას გამოეხმაურა

28 იანვარი 2022
"საქართველო ჩვენთანაა" - უკრაინული მედია ევროპული საქართველოს აქციას გამოეხმაურა

უკრაინული მედია თბილისში, რუსეთის საელჩოს ყოფილი შენობისა და ამჟამინდელი სექციის წინ, ევროპული საქართველოს მიერ ორგანიზებულ აქციაზე წერს. შენობაზე მინათებული უკრაინისა და ნატოს დროშები თითქმის ყველა დიდმა უკრაინულმა ონლაინგამოცემამ გააშუქა.

აქცია გაშუქდა სხვა რუსულენოვან გამოცემებშიც, გთავაზობთ პუბლიკაციების მოკლე მიმოხილვას:

„ქართველებმა თბილისში რუსები „დატროლეს“ - ასე დაასათაურეს ევროპული საქართველოს აქცია სხვადასხვა უკრაინულმა და ევროპულმა მედიაგამოცემებმა. 24 Канал, НАРОДНА ПРАВДА, The World News – Sweden News Platform, Завтра, НикВести, smi.today - ყველა ეს გამოცემა რუსეთის საელჩოს ყოფილ შენობაზე მოფრიალე NATO-სა და უკრაინის დროშებს რუსების „დატროლვად“ აფასებს.

„ქართველებმა რუსები თავიანთ დედაქალაქში ეპიკურად დატროლეს.

თბილისელებმა რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის შენობაზე მინათებული უკრაინის დროშა შენიშნეს. აქციის მონაწილეებმა შენობაზე გამოსახულება პროექტორის დახმარებით მიანათეს.

და ეს ყველაფერი უკრაინის ჰიმნის ფონზე“ - ვკითხულობთ მედიების მიერ გამოქვეყნებულ მასალებში

აქცია სხვა ონლაინგამოცემებმაც გააშუქეს - "საქართველო ჩვენთანაა" - ამ სათაურით აქვეყნებს აქციის ფოტომასალას გამოცემა УНІАН.

გამოცემები КорреспонденТ.net, Информационное сопротивление, Новинарня, Gazeta.ua, Golos.ua რუსეთის საელჩოს ყოფილ შენობაზე მინათებული ლურჯ-ყვითელი დროშის შესახებ წერენ.

აქციის შესახებ "ტვიტი" დაწერა გამოცემა New Lines-ის დამფუძნებელმა რედაქტორმა და საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, The Daily Beast-ის რედაქტორმა, ავტორმა, გამომძიებელმა ჟურნალისტმა და ფონდის "თავისუფალი რუსეთი" სპეციალური გამოძიებების ხელმძღვანელმა მაიკლ ვაისმა

"ამაღამ, ოპოზიციურმა პარტიამ ევროპულმა საქართველომ რუსეთის საელჩოს ყოფილ შენობაზე უკრაინის დროშის ფერებში წარწერა - "დიდება უკრაინას" და ნატოს დროშა მიანათა" - დაწერა Twitter-ზე მაიკლ ვაისმა.

Tonight, European Georgia, the opposition party, projected "Glory to Ukraine!" in Ukrainian colors and the flag of NATO onto the old Russian embassy building in Tbilisi. pic.twitter.com/ixDL6jsqmX

— Michael Weiss (@michaeldweiss) January 26, 2022

აქციას სხვა რუსულენოვანმა ონლაინგამოცემებმაც გააშუქეს. ბელორუსული გამოცემა Telegraf.by საელჩოს ყოფილ შენობაზე მინათებულ უკრიანისა და NATO-ს დროშებზე წერს და დასძენს:

„შენობაზე ასევე გამოსახული იყო წარწერა „დიდება უკრაინას!“ და თეთრი და წითელი ყვავილი, საქართველოს დროშის ფერებში“.

აქცია გააშუქა რუსულმა ონლაინაგმოცემა LIFE.ru-მაც.

ევროპული საქართველოს აქცია „Слава Україні! „ბოროტსა სძლია კეთილმან“ რუსეთის საელჩოს ყოფილი შენობის წინ 26 იანვარს გაიმართა. აქციის მონაწილეებმა საელჩოს ყოფილ შენობას უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და NATO-ს წევრობისკენ მისწრაფების მხარდამჭერი ვიდეო-რგოლი გაუშვეს - პერფორმანსის დასრულების შემდეგ კი უკრაინის დროშის ფონზე უკრაინის ჰიმნიც გაისმა.

აქციის შემდეგ ევროპული საქართველოს ლიდერები საქართველოში უკრაინის ელჩს, მის აღმატებულება იგორ დოლგოვს შეხვდნენ. ელჩმა მხარდაჭერისთვის მადლიერება გამოხატა.

“აგერ ვხედავ თქვენი ოპერატორების სამკერდე ნიშნებს. გუშინ შესანიშნავი ლაითშოუ იყო ორგანიზებული უკრაინის საელჩოს მოპირდაპირე მხარეს” - განაცხადა ელჩმა რადიო თავისუფლებასთან.