ამბები

რუსეთი ქართველთა გენოციდის ჩამდენი სახელმწიფოა - აქცია პარლამენტთან

4 ოქტომბერი 2023
რუსეთი ქართველთა გენოციდის ჩამდენი სახელმწიფოა - აქცია პარლამენტთან

პარლამენტის წინ ევროპული საქართველოს, თავისუფლების ინსტიტუტისა და აფხაზთა კრების ორგანიზებით, ღონისძიება გაიმართა, სადაც ხალხს ქართველთა გენოციდის მტკიცებულებები და გენოციდში უშუალოდ მონაწილე რუსი სამხედროების შესახებ ინფორმაცია წარედგინა.

ევროპულმა საქართველომ კამპანია "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" 2022 წლის მაისში დაიწყო და მას უკვე მოჰყვა საერთაშორისო გამოხმაურება.