2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ოპოზიციური პარტიების ნაწილი, მათ შორის, ევროპული საქართველო კოორდინაციაზე შეთანხმდნენ და საარჩევნო ოლქების ნაწილში შეთანხმებულ კანდიდატებს დააყენებენ.
ევროპული საქართველო 2020 წლის წინასაარჩევნო კამპანიიდან მოყოლებული აქტიურად ლობირებდა საკვანძო საარჩევნო ოლქებში ოპოზიციურ პარტიებს შორის კოორდინაციას და პარტნიორ პარტიებს შეთანხმებისკენ მოუწოდებდა.
"ეს არ არის არათუ ჩვეულებრივი თვითმმართველობის არჩევნები, არამედ ეს არჩევნები ჩვენი ყველას შანსია, რომ დავიბრუნოთ შესაძლებლობა, ვიყოთ ნორმალური, თავისუფალი ქვეყანა. არ უნდა დავუშვათ საბედისწერო შეცდომა, რომ მრავალმა თაობამ დაკარგოს ეს შესაძლებლობა, რომ ჩვენი ქვეყნის დიდი ხნის ამოცანა შესრულდეს და თავისუფალ სამყაროს ოჯახს დავუბრუნდეთ. ოპოზიციიისთვის მიცემული თითოეული ხმა არის ხმა მიცემული ამ შანსის გამოყენებისთვის"
გიგა ბოკერია
კოორდინაცია 664 სამაჟორიტარო ოლქიდან 315 ოლქში შედგა და მასში მონაწილეობა მიიღეს: ევროპულმა საქართველომ, დროამ, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და გირჩი - მეტი თავისუფლებამ.
შეთანხმების შედეგად ევროპულ საქართველოს თბილისში მაჟორიტარობის 3 შეთანხმებული კანდიდატი ეყოლება:
თბილისის დანარჩენ 7 ოლქში ევროპული საქართველო დროას და გირჩი - მეტი თავისუფლების მაჟორიტარობის კანდიდატებს დაუჭერს მხარს.
ასევე, შეთანხმების შედეგად, ევროპულ საქართველოს მერობის 1 შეთანხმებული კანდიდატი ეყოლება:
ევროპული საქართველოდან შეთანხმებაში მონაწილე პარტიების მხარდაჭერით, საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის იბრძოლებენ:
ევროპულ საქართველოდან შეთანხმებაში მონაწილე პარტიების მხარდაჭერით, ვიცე-მერობისთვის იბრძოლებს:
შეთანმხების მიღმა, პარტიიდან საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის იბრძოლებენ:
შეთანხმებულ მერობის კანდიდატებს ევროპული საქართველო მხარს დაუჭერს შემდეგ ოლქებში:
შეთანხმების მიღმა პარტიას მერობის კანდიდატები ეყოლება შემდეგ ოლქებში:
ევროპული საქართველო დედაქალაქის მერობის კანდიდატად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას დაუჭერს მხარს, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად დროას ლიდერს, ელენე ხოშტარიას, თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატად კი - გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერს, ცოტნე კობერიძეს.