"ნუ დაუშვებთ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ხელმეორედ ოკუპაციას" - ბობ დოული აფხაზეთზე

13 სექტემბერი 2022
სენატორი

ბობ დოული

13 სექტემბერი 2022
13 სექტემბერი 2022

"ნუ დაუშვებთ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ხელმეორედ ოკუპაციას" - ბობ დოული აფხაზეთზე

სენატის რესპუბლიკელთა ლიდერის, ბობ დოულის გამოსვლა სენატში, აფხაზეთის კონფლიქტისა და საქართველოში გაეროს სამშვიდობო მისიის შესახებ

ორშაბათს პრეზიდენტმა კლინტონმა განაცხადა, რომ საქართველოში მშვიდობის დამყარების შემთხვევაში შეერთებული შტატები მხარს დაუჭერს გაეროს სამშვიდობო ოპერაციას: ამგვარი ოპერაცია - თუკი იგი დაგეგმილისამებრ რუსეთის ძალების მონაწილეობას მოიცავს - ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკაში მნიშვნელოვანი შემობრუნების მომასწავებელი იქნება.

ეს იქნებოდა გაეროს პირველი ოპერაცია ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე და გაეროს მიერ ყოფილ კოლონიაში რუსეთისთვის გარკვეული ფუნქციების მინიჭების პირველი პრეცედენტი; პირველი, პირდაპირი ამერიკული სუბსიდია მსგავსი ქმედებისათვის და, ამდენად, აშშ-ს მხრიდან რუსეთის ნეოპლატონიზმის დაშვების ახალი სახიფათო ფაზის დასაწყისი.

რუსეთის ზეწოლა საქართველოზე

ზოგიერთმა შეიძლება თქვას, რომ პრეზიდენტი შევარდნაძე მხარს უჭერს ასეთ პოლიტიკას, ამგვარი ხედვა კი გულისხმობს იმის არგათვალისწინებას, რაც გადახდა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ: რუსეთის სამხედრო წრეებმა მხარი დაუჭირეს სეპარატისტების მიერ ინსპირირებულ კონფლიქტს, რომლის დარეგულირებასაც ამჟამად ცდილობს გაერო; რუსებმა ზეწოლა მოახდინეს საქართველოზე, რათა მის ტერიტორიაზე მუდმივად დაეტოვებინათ საკუთარი სამხედრო ძალები და აიძულეს საქართველო, შეერთებოდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას.

მხოლოდ მას შემდეგ, რაც სეპარატისტებმა მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოიპოვეს - და კინაღამ მოკლეს პრეზიდენტი შევარდნაძე - იგი იძულებული გახდა მიეღო რუსეთის პირობები, თუმცა მან სწორად მიუთითა, რომ ამგვარი ხვედრი მას რუსი „რეაქციონერებისა და სამხედროების“ წყალობით ერგო.

თუ ვიტყვით, რომ პრეზიდენტი შევარდნაძე ამა თუ იმ არჩევანის მომხრეა, ეს იმის აღმნიშვნელი იქნება, რომ ვერ დავინახოთ, თუ მოქმედების რა მცირე თავისუფლება აქვს მას სინამდვილეში, იგი ხელფეხშებოჭილია.

გასულ სექტემბერს, როდესაც საქმე სხვაგვარად შეიძლებოდა წარმართულიყო, შეერთებული შტატები დუმდა. გასულ ოქტომბერს, ტროუბ ტელბოტმა უარყო ფაქტი, რომ რუსეთის ქმედება საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ იყო მიმართული; მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთი „საქართველოს წინააღმდეგ ზიანისმომტან პოლიტიკას აწარმოებდა“.

შესაძლოა ელჩი ტელბოტი სწორიც იყო - რუსული პოლიტიკა ზიანის მომტანი კი არა, გამიზნულად ბოროტების მომტანი იყო. საჭირო იყო საქართველოს ეკონომიკურად უკიდურესი შევიწროება, მეამბოხე სეპარატისტთა მხარდაჭერა, განადგურების პირას მისულ ქვეყანაზე ზეწოლის მოხდენა, რათა მას თანხმობა განეცხადებინა თავის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარების დარჩენისა და ამის ფონზე დამოუკიდებელ ქვეყანათა თანამეგობრობაში საქართველოს შესვლის მისალმება.

გენერალ ბილ ოდომის სიტყვებით, „ამრიგად, რუსეთის სამხედრო წრეებმა მახეში მოაქციეს ადამიანი, რომელსაც ისინი ადანაშაულებდნენ ცენტრალურ ევროპაში საბჭოთა პოზიციების მოშლაში“.

ამ ვითარებაში იმის აღქმა, რომ რუსები მოწვეულ იქნენ საქართველოში, შეგვახსენებს რუსეთის „მოწვევებს“ უნგრეთში (1956), ჩეხოსლოვაკიაში (1968), ან ავღანეთში (1979). საქართველო ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე ზეწოლის საცდელი პოლიგონის მდგომარეობაშია, რაც სავსებით ეფექტური აღმოჩნდა. რუსებმა მიიღეს ბაზები, მიიღეს დსთ-ის ახალი წევრი და ამჟამად აპირებენ ამერიკელი გადასახადის გადამხდელებისგან მიიღონდ დაფინანსება საკუთარი ჯარებისთვის.

სამშვიდობო ძალები რუსეთის ჯარების გარეშე

იმის არავითარი საჭიროება არ არსებობს, რომ რუსეთის ჯარები გაეროს სამშვიდობო ძალების ნაწილი გახდეს. არ არსებობს მოტივი, რომლის გამოც ამერიკელმა გადასახადის გადამხდელებმა დახმარება უნდა გაუწიონ ამგვარ ძალებს. ასევე აზრსმოკლებულად ჩანს აშშ-ის ადმინ ისტრაციის მიერ სამშვიდობო ძალებზე თანხების დეფიციტური ხარჯვა, - ზედიზედ მსგავსი ოპერაციების მოწონება მაშინ, როდესაც აბსოლუტურად გაურკვეველია, თუ რა სახსრებით აპირებენ მათ დაფინანსებას.

კლინტონის ადმინისტრაცია ითხოვს თავისი საგარეო პოლიტიკის ოპერატიულ მხარდაჭერას, რაც დაცინვას უფრო წააგავს ადმინისტრაციის მრავალგზის განმეორებადი დაპირებების ფონზე წინასწარ დაეკითხოს კონგრესს, სანამ გაეროს ახალ სამშვიდობო ოპერაციებს დაუჭერდეს მხარს.

მე პრეზიდენტი კლინტონის პრესკონფერენციიდან მხოლოდ სამი საათის შემდეგ დამირეკეს, საიდანაც შევიტყვე, თუ რა განცხადება გააკეთა მან.

შეიძლება პრეზიდენტმა აღნიშნული ოპერაციისთვის კონგრესის მხარდაჭერაც მიიღოს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოპერაცია წინასწარ იქნება დაფინანსებული, გაეროს კონტიგენტში არ შევა რუსული ჯარები და თუ კი იარსებებს გამოკვეთილი სტრატეგიული ინტერესი საქართველოსადმი თავის რეგიონში.

აშშ-ის წილი დანახარჯებში - დახმარებაზე გამოყოფილი თანხიდან

ჯერ ერთი, არსებობს საკმაო თანხები აღნიშნული ოპერაციის დასაფინანსებლად. კონგრესმა ყოფილი საბჭოთა კავშირისთვის 2,5 მილიარდი დოლარი გამოყო, რომლის ნაწილი არ არის დახარჯული, ან აშშ-ის მაღალანაზღაურებადი კონსულტანტებისთვისაა გამიზნული. ამ ფონმდებიდან ადვილად შეიძლება იმ 30-60 მილიონი დოლარის გამოყოფა, რომელიც ამ ოპერაციის დასაფინანსებლადაა საჭირო.

რუსული ჯარები ამ ძალებში მხოლოდ ძალზე მცირე რაოდენობით უნდა იყვნენ წარმოდგენილნი. პოლიტიკურად აბსოლუტურად გაუმართლებელი იქნებოდა ყოფილი კოლონიალისტებისთვის ხელის შეწყობა, რათა ხელახლა მოახდინონ ოკუპაცია ამჯერად „ლურჯ ჩაფხუტებში“.

აიძულო ამერიკელი გადამხდელები გადასახადები იხადონ რუსული იმპერიალიზმის აღორძინებისთვის ფინანსურადაც აზრსმოკლებულია. გასული კვირის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების თანახმად, რუსებს არ სურდათ მონაწილეობის მიღება გაეროს სამშვიდობო ძალებში. ვფიქრობ, რუსები ამ კვირასაც იგივე პოზიციაზე უნდა შევაკავოთ.

და ბოლოს, ადმინისტრაცია ამიერკავკასიის მთელი რეგიონისადმი დახმარებისას მეტ შემოქმედებითობას საჭიროებს.

საქართველო შეიძლება გახდეს გასაღები ცენტრალური აზიის სიმდიდრის გასახსნელად რუსეთზე დამოკიდებულების გარეშე. საქართველო ასევე შეიძლება გახდეს გასაღები სომხეთისათდმი არაზნეობრივი, უკანონო ბლოკადის მოსახსნელად. მაგრამ აშშ-ის ადმინისტრაცია საქართველოსადმი მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარებით შემოიფარგლება.

მართალია, ამას უდავოდ დიდი მნიშვნელოვა აქვს, მაგრამ საკმარისი სულაც არ არის და ადმინისტრაციის არაშორსმჭვრეტელობაზე მეტყველებს.

ამიერკავკასიის საწარმოო ფონდის დაარსება

მე გიზიარებთ აშშ-ის გრძელვადიანი საგარეო პოლიტიკის სამომავლო შედეგებს საქართველოსთან დაკავშირებით, ადმინისტრაციამ დაუყოვნებლივ უნდა დააარსოს ამიერკავკასიის საწარმოო ფონდი იმ უკვე არსებული ფონდების გვერდით, რომლებიც აღმოსავლეთ ევროპასა და ყოფილი საბჭოთა კავშირის დანარჩენ ტერიტორიაზე არსებობენ.

ადმინისტრაცია ამ ფონდთა მეშვეობით 1 მილიონ დოლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს, რათა დაეხმაროს კაპიტალდაბანდებისა და თავისუფალი წარმოების განვითარებას.

სომხეთი და საქართველო უკვე უახლოეს მომავალში შეძლებდნენ სარგებელი მიეღოთ მსგავსი ფონდიდან. იგივე სარგებელი ექნეებოდათ აზერბაიჯანსაც, თუ იგი ოდესმე მოხსნის ბლოკადას სომხეთზე, გადაწყვეტს დაამყაროს მშვიდობა და გადადგამს ჭეშმარიტ ნაბიჯებს დემოკრატიზაციისა და თავისუფალი საბაზრო რეფორმებისკენ.

მე დღეს უკვე შევხვდი პრეზიდენტ შევარდნაძეს (სამშაბათი). ვეჭვობ, მან დაიჩივლოს, თუ რუსეთის როლი გაეროს ნებისმიერ ოპერაციაში შეიზღუდება. პრეზიდენტმა შევარდნაძემ გამოთქვა მძლავრი მხარდაჭერა ამერიკის საწარმოო ფონდის დაარსებისადმი.

მისი აზრით, ამიერკავკასიის რეგიონში თავისუფალი წარმოებისადმი დახმარების მცდელობა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა რეგიონის მომავლისთვის. მინდა იმედი ვიქონი, რომ ამჯერად ადმინისტრაცია პრეზიდენტი შევარდნაძის გვერდით იქნება.

9 მარტი, 1994 წ.