ამბები

ნონიაშვილი ზაპოროჟიეზე: აფეთქება ჩვენც შეგვიქმნის რადიაციულ საფრთხეს

1 სექტემბერი 2022
ნონიაშვილი ზაპოროჟიეზე: აფეთქება ჩვენც შეგვიქმნის რადიაციულ საფრთხეს

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტრო სადგურთან რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა სროლა და დაბომბვა განაახლეს. გაეროს მისია ვერ შედის შესწავლისთვის. დღეს გამთენიას გამოირთო ერთი რეაქტორი ავარიულად, რაც აგდებს უკრაინას და მეზობელ სახელმწიფოებს საგანგაშო მდგომარეობაში. უკრაინის მარეგულირებელი ორგანოს მოდელირების მიხედვით, რეაქტორების აფეთქების შემთხვევაში საფრთხე ემუქრება საქართველოსაც.

ამ პირობებში, საქართველის ხელისუფლება არ რეაგირებს არაფერზე და ამით დაუცველს ტოვებს მოქალაქეებს. არ შეუძენია იოდის ანტირადიაცული ტაბლეტები, არ გაუცია ინსტრუქცია მოქალაქეებისთვის და მედ პერსონალისთვის, ყველაზე მძიმე სცენარის შემთხვევაში როგორ იმოქმედონ. არ ჩანს ჯანდაცვის სამინისტროც და სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო. ეს ხელისუფლება ხუჭავს რუსეთის აგრესიიდან მომდინარე ყველა საფრთხეზე თვალს.

შედარებისთვის, ეს ყველაფერი ბოლო პერიოდში, ფორსირებულად გააკეთა მოლდოვამ, რუმინეთმა, ბულგარეთმა და ზოგადად ევროკავშირის 20-მა ქვეყანამ. იოდის მარაგები შეავსეს, შეიძინეს და ა.შ.

გიორგი ნონიაშვილი