მე 21 წლის კმარას აქტივისტი ვიყავი - გიორგი კანდელაკი

23 ნოემბერი 2021
23 ნოემბერი 2021
23 ნოემბერი 2021

მე 21 წლის კმარას აქტივისტი ვიყავი - გიორგი კანდელაკი

ვარდების რევოლუციის მიღწევათაგან ხშირად იხსენებენ „გაი-ს" გაუქმებასა და პატრულის შექმნას, კრიმინალის დამარცხებას, საცხოვრებელი კორპუსების ნაგვის ბუნკერებისგან გაწმენდას და ბევრ სხვა გარდატეხას, რომელმაც საქართველოს მრავალი მოქალაქის ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. თუმცა, ჩემი ღრმა რწმენით, ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა, რომელმაც სოციალურ ქსოვილზე ჯერ კიდევ შეუფასებელი გავლენა მოახდინა, ეროვნული გამოცდების შემოღება და მისაღებ გამოცდებზე მრავალი თაობისთვის ტრაგიკული მექრთამეობის დასრულებაა.

2003 წლის 22 ნოემბერს, როდესაც პარლამენტში შევიჭერით, მე კმარას 21 წლის აქტივისტი ვიყავი. საპროტესტო მოძრაობაში სწორედ იმის გამო აღმოვჩნდი, რომ უმაღლესი სასწავლებლების მისაღებ გამოცდებზე ცხოვრების წესად ქცეული, არნახული მასშტაბის მექრთამეობისა და ამ კატასტროფული რეალობის შეცვლა მსურდა.

4 წლით ადრე, როცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვაბარებდი, ვერ წარმოვიდგენდი, რომ პოლიტიკასთან რაიმე შეხება მექნებოდა. თუმცა, ჯერ კიდევ მეთერთმეტე კლასში მივხვდი, რომ მისაღებ გამოცდებზე და მთლიანად, უმაღლესი განათლების სფეროში იმ მასშტაბის დანაშაულსა და უსამართლობას წავაწყდებოდი, რომელსაც ბოროტების გარდა ვერაფრით დაახასიათებდით.

მექრთამეობა მისაღებ გამოცდებზე საბჭოთა დროსაც წესად იყო ქცეული და ეს ჩვენი მშობლების თაობასაც კარგად ახსოვს, თუმცა 90-იან წლებში აღებ-მიცემობის პრაქტიკამ ბოროტების პიკს მიაღწია - მეტ-ნაკლებად მოთხოვნადი ფაკულტეტებისა და სპეციალობებისუფასოადგილების უმრავლესობა უბრალოდ იყიდებოდა, ქრთამის ოდენობა კი ხუთიდან ოცი ათას დოლარამდე მერყეობდა. ამასთან, არსებობდა .. რექტორის სია - ყოველი აღებული ქრთამიდან მოჭრილი პროცენტი უნივერსიტეტის რექტორთან მიდიოდა, დანარჩენი კი, საგნების მიხედვით, კომისიის წევრებთან.

პირადად საგამოცდო კომისიის წევრებთან მომზადების გარეშე, მისაღებ გამოცდებზე წარმატება ფაქტობრივად შეუძლებელი იყო.

მსოფლიო ბანკის 2001 წლის კვლევის თანახმად, მისაღებ გამოცდებზე ყოველ წელს ქრთამის სახით მილიონ დოლარზე მეტი ბრუნავდა. ამ სტატისტიკის მიღმა დარჩა არაერთი თაობის ტრაგედია, ტრაგედია მშრომელი, ბეჯითი და მოწადინებული ახალგაზრდებისა, რომლებმაც უნივერსიტეტის კარი მხოლოდ იმიტომ ვერ შეაღეს, რომ მათმა მშობლებმა ქრთამის გადახდა ვერ შეძლეს.

ოციალურ კატასტროფასთან ერთად, კორუმპირებული სისტემა უამრავი ახალგაზრდის მორალური და ფასეულობითი ხრწნის მიზეზადაც იქცა. მათთვისარმატება და სოციალური სტატუსი ქრთამის გადახდით, საქმის ჩაწყობით დანიშნებზე ჩალიჩითმიიღწეოდა.

თავის მხრივ, ამ ახალგაზრდების მშობლების არც თუ მცირე ნაწილი თავად იყო კორუმპირებული მოხელე.

იმ წლებში ხშირად მოისმენდით, რომ ამ მოცემულობის შეცვლა შეუძლებელია, რომ სულ იქნებაჩალიჩიდა ჩაწყობა, რადგან ქრთამი ქართული კულტურის ნაწილად მიიჩნეოდა. ასე ფიქრობდა მრავალი, მათ შორის, პატივსაცემი ადამიანი.

მე თავად თსუ- საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე მსურდა ჩაბარება, მაგრამ ვერ გავრისკე. ჩემს შემთხვევაში საუბარიც ვერ იქნებოდა ვერანაირ ქრთამზე. ჩემმა ოჯახმა კახეთში პატარა ვენახი, დედაჩემმა კი ჭურჭელი გაყიდა, რაც მხოლოდ ერთ საგანშიმომზადებას“, სინამდვილეში კი, სისულელეების დაზეპირებას ეყო. 600 ლარი. ჩავაბარე ერთ-ერთ უღიმღამო სპეციალობაზე. აღმოჩნდა, რომუფასოსექტორზე მოხვედრილი 11 სტუდენტიდან ცხრამ ქრთამი გადაიხადა.

მეოთხე კურსზე მე და ჩემმა კურსელებმა ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში, ჩვენი ფაკულტეტის ყველა კურსის სტუდენტი გამოვკითხეთ და აღმოჩნდა, რომ 65%- საერთოდ არც ერთი წიგნი არ ჰქონდა წაკითხული. ჩვეული სურათი იყო თსუ- ეზოში მდგარი ათასობით უსაქმური სტუდენტი წიგნებისა და რვეულების გარეშე. ჩანთაში წიგნებჩაწყობილი სტუდენტი სრულიად წარმოუდგენელი იყო, გენახათ.

იდეა მისაღები გამოცდების გაუქმებისა და ეროვნული გამოცდების შემოღების შესახებ, იმ საბჭოთა ნომენკლატურულიელიტისთვის“, რომელიც ამ ბოროტებიდან არა მხოლოდ ფულს შოულობდა, არამედ სოციალური სტატუსით ტკბობასაც იყო მიცემული, მკრეხელობაზე მეტი იყო. როცა 2000-2001 წლებში ოციოდე სტუდენტმა პირველად ვუწოდეთ მათ კრიმინალები და ეროვნული გამოცდების იდეა ხმამაღლა წამოვაყენეთ ეს ამელიტისთვისშეურაცხყოფაზე მეტი იყო - წამოვიდა ლანძღვისა და შეურაცხყოფის ნაკადი, იყო ძველი ბიჭების მოგზავნაც და ძალადობაც.

ელიტისთვისეროვნული გამოცდები არა უბრალოდ შემოსავლისა და სტატუსის ხელიდან გამომცლელი, არამედ შეურაცხმყოფელიც იყო. კარგად მახსოვს მათ რიგებში რუზრუზი, როცა აღმოჩნდა, რომ პირველ ეროვნულ გამოცდებში ქვეყნის მასშტაბით უმაღლესი ქულა წალენჯიხელმა აბიტურიენტმა აიღო.

სწორედ ეს იყო და არის ვარდების რევოლუციის ტრიუმფი. მრავალი წარმატებული, რეალიზებული თაობა, რომლებსაც საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებისა და კარიერული წარმატების შანსი მიეცათ - არა ქრთამით, არამედ საკუთარი შრომით. ჩვენ გარშემო ძალიან მოკრძალებული ოჯახებიდან გამოსული უამრავი ძალიან რეალიზებული და წარმატებული ახალგაზრდაა, რომლებიც ვარდების რევოლუციის და ეროვნული გამოცდების გარეშე ყველანაირ შანსს დაკარგავდნენ. მათი წარმატების გარეშე კი საქართველო ბევრად, ბევრად უარესი ქვეყანა იქნებოდა.