"გუშინ სალომე ზურაბიშვილის მთავარი სათქმელი, მთავარი სურვილი იყო ბიძინა ივანიშვილის დაცვა კრიტიკისგან და მისი რეპუტაციის გამოსწორება. ეს კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, თუ რაოდენ მცდარი იყო ყველა ის მოწოდება და რაოდენ ცდებოდა ყველა ის ადამიანი, ვინც რაიმენაირ მნიშვნელობას ანიჭებდა და რაიმენაირ ლეგიტიმაციას ახდენდა სალომე ზურაბიშვილისა, რომელიც ყოველთვის, დეპუტატად გახდომის დღიდან, პირადად ანგარიშვალდებული იყო ივანიშვილთან. გუშინ ზურაბიშვილმა საზოგადოებას კი არ მიმართა, არამედ მიმართა ბიძინა ივანიშვილს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რაოდენ გადამწყვეტი მნიშვნელობის არის სიცხადე პოლიტიკაში და რაოდენ დიდი ზიანის მომტანია ბუნდოვანება, აღრევა მორალური ორიენტირებისა"
განაცხადა ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიორგი კანდელაკმა ზურაბიშვილის 14 ივნისის ბრიფინგის შესახებ