"ფიცხი, მამაცი, ჭკვიანი. იცის მასების გამხნევება და გატაცება" - საბჭოთა დაზვერვა კვინიტაძის შესახებ

21 თებერვალი 2023
21 თებერვალი 2023
21 თებერვალი 2023

"ფიცხი, მამაცი, ჭკვიანი. იცის მასების გამხნევება და გატაცება" - საბჭოთა დაზვერვა კვინიტაძის შესახებ

„ფიცხი, მამაცი, ჭკვიანი. მისი ტაქტიკა - აღტკინება, შეტევა. ჩინებული მცოდნე ჯარისკაცთა ფსიქოლოგიისა, დიდი ინიციატივის პატრონი. მან ერთადერთმა შეინარჩუნა წესიერება თავის ნაწილებში ფრონტზედ ჯარების დაშლის დროს. ბრძოლაში სრულიად უშიშარი; იცის მასსების გამხნევება და მათი გატაცება. ნერვიული, განუწყვეტლივ ეწევა პაპიროსს. საუკეთესო ოფიცერი ქართული ჯარისა“

ასე ახასიათებდა საბჭოთა რუსეთის დაზვერვა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, გიორგი კვინიტაძეს.

კვინიტაძე საბჭოთა ჯარების საქართველოში შემოჭრის შემდეგ შეიარაღების მთავარსარდლად 16 თებერვალს მეორედ დაინიშნა. სწორედ ის ხელმძღვანელობდა თბილისის დაცვის ოპერაციას 19 თებერვლის შემდეგ, როდესაც ბოლშევიკებმა დედაქალაქზე პირველი იერიში მიიტანეს.

ასევე წაიკითხეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ამბროსი ხელაიას მიერ გენუის კონფერენციისთვის საბჭოთა ოკუპაციასთან დაკავშირებით გაგზავნილი საგანგებო წერილი.