ამბები

ევროპულმა საქართველომ ცესკო-ში თბილისის საკრებულოს საარჩევნო სია შეიტანა

2 სექტემბერი 2021
ევროპულმა საქართველომ ცესკო-ში თბილისის საკრებულოს საარჩევნო სია შეიტანა

ევროპულმა საქართველომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში თბილისის საკრებულოს პროპორციული სია შეიტანა. თბილისის საარჩევნო სიის პირველი ნომერი პარტიის ახალი ლიდერი, გიორგი ნონიაშვილი იქნება, რომელიც ჩუღურეთში ოპოზიციასთან შეთანხმებული მაჟორიტარობის კანდიდატია.

"ეს არ არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მხოლოდ. ამას სიმბოლურად ჩვენ, ოპოზიციურმა ფლანგმა სარეფერენდუმო არჩევნები ვუწოდეთ, იმიტომ, რომ მას აქვს სიმბოლური, პოლიტიკური შინაარსი, სადაც წყდება ზუსტად თავისუფლების ბედი.

მე მგონია, რომ ადამიანებს არ სურთ საკუთარმა შვილებმა იცხოვრონ კორუფციაში და ისეთ ქვეყანაში, სადაც თავისუფლება არ არსებობს, ადამიანების უფლებები არ არსებობს და მივდივართ ჩრდილოეთისკენ, ოკუპანტ ქვეყანასთან თანამშრომლობისკენ და ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდა ეს ტენდენცია, რომ ამმ ქვეყნის ხელისუფლება უარს ამბობს ამ ქვეყნის ცივილიზებულ მომავალზე. მან, სამწუხაროდ, ზურგი აქცია დასავლეთს"

გიორგი ნონიაშვილი

პარტიის საარჩევნო სიის პირველი ათეული თბილისში ასეთია:

1. გიორგი ნონიაშვილი
2. დათო ჟღენტი
3. ნინო ორდენიძე
4. ბესო დონაძე
5. ლაშა ჯანჯღავა
6. თეა კოტუა
7. გიორგი ბახტაძე
8. ალექსანდრე გურაბანიძე
9. მალორიტა ედიშერაშვილი
10. თეიმურაზ გვაძბაია

ოპოზიციურ პარტიებს შორის კოორდინაციის შედეგად საარჩევნო ოლქებში წარდგენილი პარტიის კანდიდატების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ.