ამბები

ევროპულმა საქართველომ და მისმა ქალმა წარმომადგენლებმა საკონსტოტუციოში გენდერული კვოტირება გაასაჩივრეს

20 აგვისტო 2021
ევროპულმა საქართველომ და მისმა ქალმა წარმომადგენლებმა საკონსტოტუციოში გენდერული კვოტირება გაასაჩივრეს

ევროპულმა საქართველომ, პარტიის ქალმა წარმომადგენლებმა და პარტიის ამომრჩეველმა საკონსტიტუციო სასამართლოში სავალდებულო გენდერული კვოტირება გაასაჩივრეს. Მოსარჩელეთა ინტერესებს სასამართლოში თავისუფლების ინსტიტუტი დაიცავს.

ევროპული საქართველოს კანდიდატი ნინო თოდრია, რომელიც ჩოხატაურის საკრებულოში პარტიის საარჩევნო სიით იყრის კენჭს, მიიჩნევს, რომ სავალდებულო კვოტირება ქალებს თავისუფალ კონკურენციას უზღუდავს, რაც, მისი შეფასებით, არაკონსტიტუციური და ანტიდემოკრატიულია.

“პირადად მე ვარ შეურაცხყოფილი კვოტირებით, რადგან ყველა იფიქრებს, რომ სწორედ კვოტირების წყალობით მოვხვდი საკრებულოში. რეალურად კი, მე ჩემი შრომით და შესაძლებლობებით ვცდილობ, დავიმკვიდრო ადგილი წარმომადგენლობით ორგანოში.

უნდა გვახსოვდეს ისტორიიდანაც, რომ პირველი ქალი პოლიტიკოსები სულ რაღაც ექვსნი იყვნენ საქართველოში და ისინი მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებას ცდილობდნენ. გაუგებარია, თუკი ვფიქრობთ, რომ კვოტირებით გვარდება პრობლემა, მაშინ რატომ არ ითვალისწინებს ის სხვა მოწყვლად, უმცირესობაში მყოფ ჯგუფებს"

ნინო თოდრია

სავალდებულო გენდერული კვოტირება 2020 წელს პოლიტიკურმა პარტია გირჩმაც გაასაჩივრა, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ პარტიის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და კვოტირება ძალაში დატოვა.