ამბები

ბობოხიძე: სად გაქრა დღის წესრიგიდან სააკაშვილი? სად არის ხალხი, რომელიც გვამუნათებდა

20 მარტი 2023
ბობოხიძე: სად გაქრა დღის წესრიგიდან სააკაშვილი? სად არის ხალხი, რომელიც გვამუნათებდა

მინდა ვკითხო ყველა იმ ადამიანს, რომელიც თვენახევრის წინ, 2 თვის წინ, როცა ვამბობდით, რომ მიხეილ სააკაშვილის პრობლემა ვერ გადაწყდება თუ ბიძინა ივანიშვილის პრობლემა არ გადაწყდება, იმ წუთში გვიბრუნებდნენ პასუხს - ახლა ამის დროა?! ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაზე ლაპარაკის დროა, მიშა წამებში კვდება! მე ვსვამ შეკითხვას: ამ თვენახევარში თუ ორ თვეში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესობისკენ წავიდა? სავარაუდოდ, წავიდა უარესობისაკენ. მაშინ სად გაქრა დღის წესრიგიდან მიხეილ სააკაშვილი? სად გაქრნენ ის ადამიანები, რომლებიც ჩვენ, როცა ჩემი აზრით, სწორად ვსვამდით პრობლემას, რომ კონკრეტული ერთი პრობლემა არ მოგვარდება თუ არ მოგვარდა ხელისუფლების პრობლემა - გვამუნათებდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ თქვენ თანაგრძნობა არ შეგიძლიათ. გულცივები ხართ, ბოროტები ხართ... ახლა მაინტერესებს, ამ ორ თვეში დღის წესრიგიდან საერთოდ რატომ გაქრა? "დღესვე თუ არ ვიმოქმედეთ, ხვალ გვიანი იქნება" - 2 თვე გავიდა.

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა, მიხეილ სააკაშვილს არ ვეხები. მე მოკლედ მინდა თქვა ერთი რამე- მომავალში ამ ფარისევლობას თავი დაანებონ. სად არის მისი პარტია, რომელმაც შიდა გადატრიალება მოაწყო, მიხეილ სააკაშვილზე სასწრაფო რეაგირების მოთხოვნით. სად არიან ის წამყვანები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებიდან გაშვების გზებზე არ გვალაპარაკებდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ ეგ გრძელვადიანია და ახლა სასწრაფოდ არის სამოქმედო. 2 თვე გავიდა და ახლა არაფერია სასწრაფოდ სამოქმედო? რატომ გაქრა ეს კაცი დღისწესრიგიდან?!