"ბატონო გორბაჩოვ, დაანგრიეთ ეს კედელი" - რეიგანის 1987 წლის ისტორიული სიტყვა ბერლინში

26 იანვარი 2022
26 იანვარი 2022
26 იანვარი 2022

"ბატონო გორბაჩოვ, დაანგრიეთ ეს კედელი" - რეიგანის 1987 წლის ისტორიული სიტყვა ბერლინში

პრეზიდენტ რეიგანის 1987 წლის გამოსვლა ბერლინში

უღრმესი მადლობა, კანცლერო კოლ, მერო დიპგენ, ქალბატონებო და ბატონებო: 24 წლის წინ, პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ ბერლინში ვიზიტისას მერიის შენობიდან ქალაქის მოსახლეობას და მთელ მსოფლიოს მიმართა. მას შემდეგ ბერლინს ამერიკის 2 სხვა პრეზიდენტიც ეწვია, მე კი დღეს თქვენს ქალაქს მეორედ ვეწვიე.

ამერიკის პრეზიდენტის რანგში ბერლინში იმიტომ ჩამოვდივართ, რომ საკუთარ მოვალეობად მიგვაჩნია, ამ ადგილას თავისუფლების შესახებ ვისაუბროთ. თუმცა, უნდა გამოვტყდე, აქ სხვა მიზეზების გამოც მოგვიწევს გული: ამ ქალაქის ისტორიული განცდის გამო, რომელიც 500 წლით უფრო ძველია ვიდრე ჩვენი ქვეყანა, გრუნევალდისა და თიერგართენის (ბერლინის უბნები) სილამაზის და, რაც მთავარია, თქვენი სიმამაცისა და მიზანსწრაფულობის გამო.

იქნებ კომპოზიტორ პაულ ლინკეს ესმოდა კიდეც, რაღაც ამერიკის პრეზიდენტების შესახებ. მეც, ისევე როგორც არაერთი ჩემი წინამორბედი, აქ ჩამოვდივარ, რადგან, სადაც არ უნდა წავიდე, რაც არ უნდა ვქნა: „Ich hab noch einen Koffer in Berlin” (ჩემოდანი მაინც ბერლინში მაქვს დატოვებული).

ჩვენი შეკრება დასავლეთ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში გადაიცემა. როგორც ვხვდები, მას უყურებენ და ისმენენ აღმოსავლეთშიც. მათ, ვინც ყურს გვიგდებს აღმოსავლეთი ევროპიდან, მსურს ჩემი გულითადი მისალმება და ამერიკელი ხალხის კეთილი ნება გადავცე.

მათთვის, ვინც აღმოსავლეთი ბერლინიდან გვადევნებს თვალ-ყურს, განსაკუთრებული სათქმელი მაქვს: მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვახერხებ თქვენთან ყოფნას, აქ თქმული ყოველი სიტყვა ისევე მოგემართებათ თქვენ, როგორც აქ დამსწრე საზოგადოებას. ვინაიდან ვუერთდები თქვენი და თქვენი დასავლელი თანამემამულეების მყარ, ურყევ რწმენას: არსებობს მხოლოდ ერთი ბერლინი [Es gibt nur ein Berlin].

ჩემ უკან დგას კედელი, რომლითაც ქალაქის თავისუფალი უბნებია შემოსაზღვრული - ზღუდეთა მოცულობითი სისტემა, რომელიც ჰყოფს ევროპის მთელ კონტინენტს. ბალტიისპირეთის სამხრეთით ეს ზღუდეები მავთუხლართებით, ბეტონით, გისოსებითა და საგუშაგო კოშკებით ღრმა ჭრილობასავით ჭრიან გერმანიას.

უფრო შორს, სამხრეთით, ხილულ კედელს ვერ შეხვდებით. თუმცა შეხვდებით შეიარაღებულ გვარდიებს და გამშვებ პუნქტებს, რომლებიც ზღუდავენ ადამიანთა თავისუფალ გადაადგილებას და კვლავ რჩებიან ტოტალიტარული ძალმომრეობის ინსტრუმენტად რიგითი ადამიანების წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა, სწორედ აქ, ბერლინშია აღმართული ნამდვილი კედელი, რომელიც შუაზე ჭრის თქვენს ქალაქს.

სწორედ აქ აღიბეჭდება მსოფლიოსთვის ყველაზე ცხადად კონტინენტის ულმობელი დანაწევრება. ბრანდერბურგის კარიბჭის წინაშე მდგომი ყოველი ადამიანი არის გერმანელი, რომელიც დააშორეს თავის თანამემამულეს. ყოველი მათგანი არის ბერლინელი, რომელიც იძულებულია შეჰყურებდეს ღია ჭრილობას.

როგორც პრეზიდენტმა ფონ ვაიცკრამერმა ბრძანა: „გერმანიის საკითხი ღიაა მანამ, სანამ ბრანდერბურგის კარიბჭე დაკეტილია“. მანამ, სანამ ეს კარიბჭე დაკეტილია, სანამ კედლის ეს ჭრილობა მყარად დგას, არა მხოლოდ გერმანიის საკითხი, არამედ კაცობრიობის თავისუფლების საკითხია გადაუწყვეტელი. თუმცა აქ გოდებისთვის არ მოვსულვარ, პირიქით, ბერლინს სწორედ იმედის სხივად, ტრიუმფის სიმბოლოდ ვხედავ, ამ კედლის ჩრდილქვეშ დგომის მიუხედავად.

1945 წლის გაზაფხულზე ბერლინის მოსახლეობამ ბომბსაფრებიდან გამოაღწია, რათა ეხილა სრული განადგურება. ათასობით მილის მოშორებით მყოფმა ამერიკელმა ხალხმა დახმარების ხელი გამოგიწოდათ.

1947 წელს კი სახელმწიფო მდივანმა შემდგომშიმარშალის გეგმადცნობილი სტრატეგიის დაბადება გვაუწყა. ზუსტად 40 წლის წინ სიტყვით გამოსვლისას მან განაცხადა: „ჩვენი პოლიტიკა არა რომელიმე ქვეყნისა თუ დოქტრინის, არამედ შიმშილის, სიღატაკის, სასოწარკვეთილებისა და ქაოსის წინააღმდეგ არის მიმართული

რამდენიმე წუთის წინ რაიხსტაგში მარშალის გეგმის 40 წლისთავისადმი მიძღვნილ ჩვენებას ვესწრებოდი. გაოცებული ვიყავი დამწვარ, გამოშიგნულ, რესტავრირებად შენობაზე დამაგრებული სანიშნით. დარწმუნებული ვარ, ჩემი თაობის ბერლინელებს კარგად ახსოვთ ქალაქის დასავლეთ უბნებს მოდებული მსგავსი აბრები. სანიშნეზე კი წარწერა იყო დატანილი: „მარშალის გეგმა გვეხმარება აქ, რათა გააძლიეროს თავისუფალი სამყარო“.

ძლიერი, თავისუფალი დასავლური სამყაროს შესახებ ნატვრა რეალობად იქცა. იაპონია ნანგრევებიდან ეკონომიკურ გიგანტად აღმოცენდა. იტალიამ, საფრანგეთმა, ბელგიამ - დასავლეთი ევროპის თითქმის ყველა ქვეყანამ პოლიტიკური და ეკონომიკური აღორძინება განიცადა. ამგვარად დაფუძნდა ევროპული ერთობა.

დასავლეთ გერმანიაში და აქ, ბერლინში კი ეკონომიკური სასწაული ვიხილეთ, the Wirtschaftswunder. ადენაუერს, ერჰარდს, როიტერს და სხვა ლიდერებს კარგად ესმოდათ თავისუფლების პრაქტიკული მნიშვნელობა - როგორც სიმართლე ზეიმობს, ჟურნალისტისთვის სიტყვის თავისუფლების მინიჭებით, სწორედ ასევე იბადება კეთილდღეობაც, როდესაც ფერმერსა და ბიზნესმენს ეკონომიკური თავისუფლებით ტკბობა შეუძლიათ. გერმანელმა ლიდერებმა შეამცირეს ტარიფები, გააფართოვეს თავისუფალი ვაჭრობა და დაწიეს გადასახადები. მხოლოდ 1950-1960 წლებში ბერლინსა და დასავლეთ გერმანიაში ცხოვრების ხარისხი ორჯერ გაუმჯობესდა.

დასავლეთ ბერლინში, სადაც ოთხი ათწლეულის უკან ნანგრევებს იპოვიდით, დღეს უმაღლეს ინდუსტრიულ წარმოებას ნახავთ, შეუდარებელს გერმანიის სხვა ქალაქებთან - საქმიან საოფისე კვარტლებს, ლამაზ სახლებსა და საცხოვრებელ ბინებს, ამაყ ხეივნებს და განფენილ მინდვრებს.

იქ, სადაც თითქოს ქალაქის მკვდარი კულტურა გვეგულებოდა, დღეს ორ დიდებულ უნივერსიტეტს, ორკესტრებსა და ოპერას, ურიცხვ თეატრს და მუზეუმებს ვხვდებით. ი, სადაც მხოლოდ გაჭირვება არსებობდა, დღეს სიმდიდრეს ვხვდებით - საკვებს, ტანსაცმელს, ავტომობილებს - “კურფურსტერდამისშესანიშნავ ნივთებს.

თქვენ, ბერლინელებმა თავისუფლების წყალობით ნანგრევებიდან ააღორძინეთ ქალაქი, რომელიც კვლავ ირიცხება მსოფლიოში საუკეთესოთა შორის. საბჭოთა იმპერიას შესაძლოა სხვა გეგმები ჰქონდა. თუმცა მათ რამდენიმე რამ ვერ გაითვალისწინეს: ბერლინური გული, ბერლინური იუმორი, ბერლინური კი [Ja!] და ბერლინურიშნაუცე” (დინგი) [Schnauze].

[სიცილი]

1950-იან წლებში ხრუშჩოვი დაიმუქრა: “ჩვენ თქვენ დაგმარხავთო”. თუმცა დღესდღეობით დასავლეთში ვხედავთ თავისუფალ სამყაროს, რომელმაც ისტორიაში კეთილდღეობისა და ცხოვრების უპრეცედენტო დონეს მიაღწია. კომუნისტურ სამყაროში კი ვხედავთ ჩავარდნას, ტექნოლოგიურ უკუსვლას, ჯანმრთელობის სტანდარტების გაუარესებას და ელემენტარული საჭიროებების, მცირე ოდენობით საკვების დეფიციტს.

დღემდე ვერ ახერხებს საბჭოთა კავშირი თავის თავის გამოკვებას. ოთხი ათწლეულის თავზე, მსოფლიო მნიშვნელოვან, გარდაუვალ დასკვნამდე მივიდა: კეთილდღეობა თავისუფლებას მოაქვს. თავისუფლება ერებს შორის უძველეს მტრობასა და სიძულვილს, მშვიდობითა და ერთობით ანაცვლებს. თავისუფლებაა გამარჯვების გარანტი.

ახლა კი თავად საბჭოთა იმპერიამაც, რაღაც დონემდე, გაიაზრა თავისუფლების მნიშვნელობა. ბოლო დროს ხშირად გვესმის მოსკოვიდან საუბარი რეფორმებსა და ღიაობაზე. რამდენიმე პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლეს. ზოგიერთი უცხოური მაუწყებელის სიხშირეს აღარ ახშობენ. ეკონომიკური საქმიანობა ნაწილობრივ გათავისუფლდა სახელმწიფო კონტროლისგან.

არის კი ეს ყველაფერი საბჭოთა კავშირში სიღრმისეული ცვლილებების მომასწავებელი? თუ უმნიშვნელო ჟესტია, დასავლეთში ფუჭი იმედების გასაჩენად? იქნებ, საბჭოთა სისტემის გაძლიერების მცდელობაა, მისი შეცვლის გარეშე? ჩვენ მივესალმებით ცვლილებებსა და ღიაობას, რადგან მიგვაჩნია, რომ თავისუფლება და უსაფრთხოება უერთმანეთოთ არ არსებობს, რომ თავისუფლების გავრცელება მხოლოდ გაამყარებს მსოფლიოში მშვიდობას.

მშვიდობისა და თავისუფლების წარმატებისთვის, არსებობს ერთი უტყუარი ნაბიჯი, რომლის გადადგმაც საბჭოელებს შეუძლიათ. გენერალურო მდივანო გორბაჩოვ, თუ მართლაც გსურთ მშვიდობა და კეთილდღეობა საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპისთვის, თუ მართლაც გსურთ ლიბერალიზაცია: მოდით აქ, ამ კარიბჭესთან! ბატონო გორბაჩოვ, გახსენით ეს კარიბჭე! ბატონო გორბაჩოვ, დაანგრიეთ ეს კედელი!

მე მესმის ომის შიშისა და განშორების ტკივილის, ამ კონტიტენტს რომ ამწუხრებს - გაძლევთ პირობას, რომ ჩემი ქვეყანა ყველა ძალისხმევას გაიღებს, ამ დაბრკოლებათა გადასალახად. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ჩვენ, დასავლეთში, საბჭოთა ექსპანსიის წინააღმდეგ უნდა ვიღვაწოთ. შესაბამისად, უნდა შევინარჩუნოთ შეუვალი ძალის დავდაცვა.

უმცა კი, ჩვენ მშვიდობა გვსურს; ამიტომ შეიარაღების ორივე მხარეს შემცირებისკენ უნდა ვისწრაფვოდეთ. 10 წლის წინ საბჭოელების ხელში აღმოჩენილი სასიკვდილო SS20 ატომური რაკეტები, რომელსაც ევროპის ყველა დედაქალაქის დაბომბვა შეუძლია, დასავლეთის გამოწვევად იქცა. დასავლურმა ალიანსმა მათ პასუხი გასცა საპირისპირო შეიარაღებით მანამ, სანამ საბჭოელები სხვაგვარ გამოსავალზე მოლაპარაკებას დათანხმდებოდნენ, კერძოდ, მსგავსი შეიარაღების გაუქმებას ორივე მხარეს.

მრავალი თვის განმავლობაში, საბჭოელები მსგავს მორიგებაზე უარს აცხადებდნენ. ალიანსის მიერ საპირისპირო შეიარაღების გაგრძელებასთან ერთად - მრავალი მძიმე დღე გავიარეთ - იმგვარი პროტესტის დღეები, რომელიც მე დამხვდა ამ ქალაქში 1982 წლის ვიზიტისას - ამის შემდეგ კი საბჭოელებმა მოლაპარაკების მაგიდა დატოვეს.

ამ დროის განმავლობაში, ალიანსი მტკიცე პოზიციას ინარჩუნებდა - მსურს მათთან ერთად, ვინც აპროტესტებდნენ მაშინ და დღემდე განაგრძობენ პროტესტს, აღვნიშნო ეს ფაქტი: მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენ სიმტკიცეს ვინარჩუნებდით, საბჭოელები მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდნენ და პირველად მივაღწიეთ შესაძლებლობას, რომ არა მხოლოდ შევზღუდოთ შეიარაღების ზრდა, არამედ აღვგავოთ პირისაგან მიწისა ატომური შეიარაღების მთელი წყება.

სანამ მე ვსაუბრობ, ისლანდიაში ნატოს მინისტრები ხვდებიან, რათა მიმოიხილონ ჩვენს წინადადებასთან მიმართებით მიღწეული პროგრესი, რომელიც შეიარაღების გაუქმებას ეხება. ჟენევაში გამართულ მოლაპარაკებებზე ჩვენ გამოვთქვით მზაობა, შეგვემცირებინა შემტევი შეიარაღება. დასავლელმა მოკავშირეებმა კი, კონვენციური ომის რისკების შემცირების და ქიმიური იარაღის სრულად აკრძალვის მიზნით, არაერთი მნიშვნელოვანი წინადადება წამოაყენეს.

შეიარაღების შემცირების მცდელობების პარალელურად, გაძლევთ პირობას, რომ ჩვენ შევინარჩუნებთ ქმედუნარიან თავდაცვას, რათა შევაკავოთ საბჭოთა აგრესია, ყველა შესაძლო დონეზე. ჩვენს მოკავშირეებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ამერიკის შეერთებული შტატები სტრატეგიული თავდაცვის ინიციატივაზე მუშაობს - იკვლევს რა შეკავების იმგვარ მექანიზმებს, რომლებიც არა საპასუხო თავდასხმას, არამედ რეალურ თავდაცვას ემყარება - მოკლედ რომ ვთქვათ, იმგვარ სისტემებს, რომელთა მიზანი არა მოსახლეობების ტარგეტირება, არამედ მათი დაცვა იქნება.

სწორედ ამ გზით მივისწრაფვით ევროპისა და მსოფლიოს უსაფრთხოებისკენ. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს საკვანძო გარემოება: აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის უნდობლობა შეიარაღების შედეგი არ არის - ჩვენ შეიარაღებულნი ვართ სწორედ იმიტომ, რომ ერთმანეთს არ ვენდობით. ჩვენს შორის განსხვავებები არა შეიარაღების, არამედ თავისუფლების შესახებაა.

24 წლის წინ, როდესაც პრეზიდენტი კენედი ქალაქის მერიის შენობაში სიტყვით გამოდიოდა, თავისუფლება ალყაშემორტყმული იყო, ბერლინს კი დაპყრობა ემუქრებოდა. დღეს კი, ამ ქალაქზე არსებული წნეხის მიუხედავად, ბერლინი უსაფრთხოა და თავისუფალი. მსოფლიო კი თავისუფლების ძალით ტრანსფორმაციას განიცდის.

ფილიპინებში, სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში, დემოკრატია ხელახლა იშვა. წყნარი ოკეანის გასწვრივ, თავისუფალი ბაზრის მუშაობის შედეგად დამდგარი სასწაულებრივ ეკონომიკური ზრდის მომსწრენი გავხდით. ინდუსტრიალიზებულ ქვეყნებში ტექნოლოგიური რევოლუცია მიმდინარეობს - რევოლუცია, რომელიც აღინიშნება სწრაფი, დრამატული გარდაქმნით კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და ტელეკომუნიკაციების დარგში.

ევროპაში მხოლოდ ერთი სახელმწიფო და მის კონტროლქვეშ მყოფი ერები არ უერთდებიან თავისუფალ თანამეგობრობას. მიუხედავად ამისა, გაორმაგებული ეკონომიკური ზრდის, ინფორმაციისა და ინოვაციების ეპოქაში, საბჭოთა კავშირს არჩევანი აქვს გასაკეთებელი: ის ან გაივლის ფუნდამენტურ ცვლილებებს, ან მას სრული ატროფირება დაემუქრება. სწორედ ამიტომ, დღევანდელი დღე განასახიერებს იმედის ჟამს.

ჩვენ, დასავლეთში მზად ვართ აღმოსავლეთთან თანამშრომლობისთვის, რათა ხელი შევუწყოთ რეალურ ღიაობას, დავანგრიოთ ბარიერები, რომლებიც ადამიანებს ერთმანეთს აშორებს და შევქმნათ უფრო უსაფრთხო, უფრო თავისუფალი მსოფლიო. ბუნებრივია, პირველი ნაბიჯის გადასადგმელად არ არსებობს ბერლინზე უკეთესი ადგილი, სადაც დასავლეთი და აღმოსავლეთი ერთმანეთს ხვდება.

გავათავისუფლოთ ბერლინის მოსახლეობა: დღეს, ისევე როგორც აქამდე, ამერიკის შეერთებული შტატები მკაცრად აკვირდება 1971 წლის შეთანხმების [Four Power Agreement] პირობების სრულად შესრულების პროცესს. გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა, ქალაქის 750 წლის იუბილე, რათა დავიწყოთ ახალი ეპოქა, ბერლინის უფრო სავსე, უფრო მდიდარი მომავლისთვის. ერთად შევინარჩუნოთ და განვავითაროთ კავშირები ფედერალურ რესპუბლიკასა და ბერლინის დასავლურ უბნებს შორის, რის უფლებასაც 1971 წლის შეთანხმება იძლევა.

მე მსურს შევთავაზო ბატონ გორბაჩოვს: ერთობლივად ვიმუშაოთ ქალაქის აღმოსავლეთი და დასავლეთი ნაწილების მეტად დასაახლოებლად, რათა ბერლინის მოსახლეობამ შეძლოს იმ სიკეთეებით სარგებლობა, რაც მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ქალაქში ცხოვრებას მოაქვს.

მეტად გავხსნათ ბერლინი დანარჩენი ევროპისთვის, აღმოსავლეთისთვის და დასავლეთისთვის, გავაფართოვოთ ქალაქის საჰაერო გზები, რათა შევძლოთ კომერციული საჰაერო მომსახურების გაუმჯობესება, მისი ეკონომიკური უპირატესობებით უზრუნველყოფა. Შევნატრით იმ დღეს, როდესაც ბერლინი ცენტრალური ევროპის მთავარ საავიაციო ჰაბად იქცევა.

ჩვენს ბრიტანელ და ფრანგ მოკავშირეებთან ერთად, შეერთებული შტატები მზად არის ხელი შეუწყოს საერთაშორისო შეხვედრების ბერლინში გადმოტანას. ბერლინისთვის შესაფერისი იქნება გაეროს შეხვედრების, ადამიანის უფლებებისა და შეიარაღების კონტროლის შესახებ მსოფლიო კონფერენციების, ისევე როგორც, სხვა იმ საკითხებზე შეხვედრების ადგილად ქცევა, რომელიც საერთაშორისო თანამშრომლობას მოითხოვს.

არ არსებობს მომავლის იმედის დასამყარებლად უკეთესი გზა, ვიდრე ახალგაზრდების განათლებაა და ჩვენთვის პატივი იქნება, აღმოსავლეთ გერმანიის ახალგაზრდებისთვის საზაფხულო გაცვლითი პროგრამების, კულტურული ღონისძიებების და სხვა არაერთი პროგრამის დაფინანსება.

დარწმუნებული ვარ, ჩვენი ბრიტანელი და ფრანგი მეგობრებიც შეუერთდებიან ამ წამოწყებას. იმედს ვიტოვებ, რომ აღმოსავლეთ ბერლინშიც მოიძებნება ავტორიტეტული პირი, რომელიც დასავლური სექტორიდან ახალგაზრდების მიწვევას დააფინანსებს.

კიდევ ერთი, საბოლოო შემოთავაზება: სპორტი ტკბობისა და კეთილშობილების წყაროა და როგორც არაერთმა თქვენგანმა აღნიშნა, კორეის რესპუბლიკა - სამხრეთ კორეა - მზად არის 1988 წლის ოლიმპიადის გარკვეული ღონისძიებების ჩრდილოეთში ჩატარება დაუშვას. საერთაშორისო სპორტული შეჯიმბრებების გამართვა შესაძლებელია ამ ქალაქის ორივე ნაწილშიც.

რა იქნებოდა მსოფლიოსთვის ღიაობის უკეთესი დემონსტრირება, ვიდრე მომავალ წლებში ოლიმპიური თამაშების აქ, ბერლინში გამართვა, აღმოსავლეთშიც და დასავლეთშიც.

როგორც უკვე აღვნიშნე, გასული 40 წლის განმავლობაში თქვენ, ბერლინელებმა დიდებული ქალაქი ააშენეთ და ეს არაერთი მუქარის მიუხედავად შეძელით - საბჭოთა იმპერიის მხრიდან აღმოსავლეთ ბლოკადის დაწესების მცდელობის მიუხედავად. დღეს ქალაქი ყვავის, იმ გამოწვევების მიუხედავად, რომელსაც ამ კედლის არსებობა ყველაზე ცხადად ასახავს.

რა გაყოვნებთ აქ? უდავოდ, მრავალი რამ არის სათქმელი თქვენი სულიერი სიმტკიცისა და გამბედაობის შესახებ. თუმცა, ჩემი აზრით, ამაში რაღაც უფრო ღრმაა, რაც ბერლინის გარეგნულ სახეს, განცდას და ცხოვრების წესს უკავშირდება. ბერლინის ვერცერთი მცხოვრები ილუზიების ნგრევას ვერ გადაურჩა.

სინამდვილეში სხვა რამ გრძნობა, რომელიც ბერლინის ცხოვრებაში მომხდარი სიძნელეების გამოცდით და მათი მიღებით დაიბადა, არის ის, რაც განაგრძობს ამ კეთილი, ამაყი ქალაქის შენებას, გარემომცველი ტოტალიტარული სისტემისგან განსხვავებით, რომელიც უარს ამბობს ადამიანური ენერგიებისა და მისწრაფებების გამოთავისუფლებაზე. სწორედ ეს გრძნობა მეტყველებს მჭექარე ხმით იმ რწმენაზე, რომელიც მიესალმება ამ ქალაქს, მის მომავალს და მის თავისუფლებას. მოკლედ რომ ვთქვა, ბერლინში სიყვარული გაყოვნებთ - მტკიცე, სიღრმისეული სიყვარული.

შესაძლოა, სწორედ ეს არის ფუძემდებლური პრინციპი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ფუნდამენტური განსხვავებისა. ტოტალიტარიზმი ჩამორჩენას შობს, ადამიანურ სულზე ძალადობითა და თაყვანისცემის, ტკბობის და ქმნადობის ადამიანური იმპულსების შეფერხებით.

ტოტალიტარული სამყარო სიყვარულისა და თაყვანისცემის სიმბოლოებსაც კი ამრეზით უყურებს. წლების წინ, სანამ გერმანელები ეკლესიების აღდგენას დაიწყებდნენ, მათ აღმართეს სეკულარული ნაგებობა: სატელევიზიო ანძა ალექსანდერპლაცზე. მისი აღმართვიდან მოყოლებული, ხელისუფლების წარმომადგენლები ყველანაირად ცდილობდნენ ანძაზე არსებული ერთი დიდი ნაკლის გამოსწორებას, რის გამოც, შუშის სფერო საღებავითა და ქიმიკატებით არაერთხელ დაამუშავეს.

მიუხედავად ამისა, დღემდე, როდესაც მზის სხივი სფეროს ეცემა, - სფეროს, რომელიც მთელ ბერლინს გადმოჰყურებს - სინათლე ჯვრის ფორმას წარმოშობს. ბერლინის მეორე მხარს, ისევე როგორც თავად ქალაქში, სიყვარულისა და თაყვანისცემის სიმბოლოები ვერ შეიზღუდება.

რამდენიმე წუთის წინ, როდესაც რაიხსტაგიდან, გერმანიის ერთობის სიმბოლოდან ვიყურებოდი, კედელზე სავარაუდოდ ახალგაზრდა ბერლინელის მიერ სასხურებელი საღებავით დატანილი წარწერა შევნიშნე, „ეს კედელი ჩამოიქცევა. იმედები რეალობად იქცევა“. დიახ, ევროპის გასწვრივ არსებული კედელი დაეცემა. რადგან ის ვერ გაუძლებს რწმენას, ვერ გაუძლებს ჭეშმარიტებას, ვერ გაუძლებს თავისუფლებას.

[...]

მადლობას გიხდით, ღმერთმა დაგლოცოთ ყველა!