ავტორიტეტულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ Genocide Watch-მა აფხაზეთში ქართველთა გენოციდის შესახებ ალ ჯაზირას სტატია გამოაქვეყნა.
"ბუჩამდე უკრაინაში, იყო აფხაზეთი საქართველოში" ალ ჯაზირას ჟურნალისტების სტატიაა, რომლებიც საქართველოში ადრეულ 90-იან წლებში რუსეთის მიერ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულებით გამოფენის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" შემდეგ დაინტერესდნენ.
Genocide Watch ამ საკითხებზე მომუშავე ყველაზე გავლენიანი პლატფორმაა, რომელიც 24 ქვეყანაში 100-მდე ორგანიზაციას აერთიანებს. ორგანიზაცია შეისწავლის მსოფლიოს გარშემო მომხდარ გენოციდის ფაქტებს და მუშაობს, როგორც მათ მყისიერ პრევენციაზე, ასევე მათი გამოძიებისა და დამნაშავეთა დასჯის მიმართულებითაც.