ამბები

აფხაზეთში ქართველების გენოციდის აღიარების კამპანიის ფარგლებში ფოთში, ბათუმსა და ქუთაისში შეხვედრები გაიმართა

20 ივლისი 2023
აფხაზეთში ქართველების გენოციდის აღიარების კამპანიის ფარგლებში ფოთში, ბათუმსა და ქუთაისში შეხვედრები გაიმართა

ევროპული საქართველო და პარტნიორი ორგანიზაციები, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ

მოეწყო გენოციდზე ფილმის ჩვენება, გაიმართა დისკუსია.

კამპანიის მიზანია 1992-1993 წლებში, აფხაზეთის ომის დროს, რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულები ქართველების გენოციდად შეფასდეს.

ევროპულმა საქართველომ კამპანია 2022 წლის მაისში დაიწყო. კამპანიას “ბუჩამდე იყო აფხაზეთი” უკვე მოჰყვა საერთაშორისო გამოხმაურება.