მოითხოვე გენოციდის აღიარება
სტატისტიკა
სულ მოკლული - 5738
სულ მოკლული - 5738
მოკლული ქალი - 800<
სულ მოკლული - 5738
მოკლული ქალი - 800<
მოკლული ბავშვი - 50<
სულ მოკლული - 5738
მოკლული ქალი - 800<
მოკლული ბავშვი - 50<
დაკარგული - 300<
სულ მოკლული - 5738
მოკლული ქალი - 800<
მოკლული ბავშვი - 50<
დაკარგული - 300<
დევნილი - 250 000
ისტორიები

რას ვაკეთებთ?

ევროპულმა საქართველომ, აფხაზთა კრებამ, ტაბულამ, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოებამ და თავისუფლების ინსტიტუტმა აფხაზეთში ქართველთა გენოციდის აღიარების კამპანია 2022 წლის მაისში დაიწყეს, როდესაც კლუბ ხიდზე ინტერაქციული მუზეუმი "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" გაიხსნა.

კამპანიის მიზანი ქვეყნის შიგნით, ჩვენს საზოგადოებაში და ქვეყნის გარეთ, საერთაშორისო საზოგადოებაში რუსეთის მიერ აფაზეთში ქართველების წინააღმდეგ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის გენოციდად აღიარებაა.

ჩვენ გვჯერა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულმა სრულმასშტაბიანმა სამხედრო აგრესიამ და ბუჩაში, მარიუპოლში, გოსტომელსა და უკრაინის სხვა ქალაქებში ჩადენილი დანაშაულების საზარელმა მასშტაბმა დაგვიანებით, მაგრამ, საბოლოოდ მაინც გამოიწვია დასავლეთის მიერ პუტინის ბოროტების იმპერიის შესაბამისი შეფასება, განსხვავებით ადრეული 90-იანი წლებისგან, როდესაც არასახარბიელო გეოპოლიტიკური ვითარების გამო აფხაზეთში რუსეთის მიერ ჩადენილი საკაცობრიო ბოროტებისთვის შესაბამისი სახელი არავის დაურქმევია.

ჩვენ გვჯერა, რომ აფხაზეთში მომხდარი დანაშაულების ზუსტი სახელდება, რომელთა ხასიათი და მასშტაბი არა მხოლოდ ეთნიკურ წმენდას, არამედ გენოციდს უტოლდება, არის ჩვენი თაობის ვალი გენოციდის მსხვერპლთა და მათი ოჯახის წევრების წინაშე. ეს ვალი მომავალი თაობის ყოველი ქართველის წინაშე გვადევს, რომელსაც მტრის ვინაობა და რაობა ადეკვატურად უნდა გადავცეთ.

გენოციდის მსხვერპლთა გამოცდილებების და პერსონალური ტრაგედიების გადააზრება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ახლა, როდესაც ივანიშვილის რეჟიმი ისტორიულ მოკავშირეს, დასავლეთს მტრად გვასაღებს, რუსეთის სახელმწიფოს მიმართ მოქალაქეების ანტაგონიზმს კი ქსენოფობიად ნათლავს.

ჩვენ გვჯერა, რომ სწორედ აფხაზეთში ჩადენილი საზარელი ბოროტება შეგვახსენებს რეალური მტრის ვინაობას და მომავალი საფრთხის წინაშე მოკავშირეების აუცილებლობას.

ჩვენ გვჯერა, რომ აფხაზეთში ქართველთა გენოციდის აღიარება იქნება ისტორიის წინაშე მოხდილი ვალი, რომლითაც პატივს მივაგებთ გენოციდის დროს სასტიკად მოკლული ქართველების ხსოვნას, ნუგეშს მივცემთ გადარჩენილებს და ხელს შევუშლით ქვეყნის ისტორიის გადაწერის მცდელობას.

რას ვაპირებთ?

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ხელისუფლება გენოციდის აღიარების საერთაშორისო კამპანიის მთავარი მედროშე უნდა იყოს, ივანიშვილის ანტი-ეროვნული, ანტი-სახელმწიფოებრივი რეჟიმისგან მხოლოდ ამ ისტორიული მიზნისკენ სვლის ხელშეშლაა მოსალოდნელი.

სწორედ ამიტომ, კამპანიის პირველადი მიზანია, თავად საზოგადოებამ გადაიაზროს აფხაზეთში რუსეთის მიერ ქართველი ხალხის და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული, შეაფასოს ის გენოციდად და დაიწყოს მისი აღიარებისთვის ეროვნული მოძრაობა.

გამოფენის გახსნის შემდეგ კამპანიას არაერთი ორგანიზაცია, საჯარო პირი და თანამოაზრე შემოუერთდა. აფხაზეთში მომხდარი და დავიწყებული ომის დანაშაულებით საერთაშორისო მედია დაინტერესდა. კამპანიამ აქტიური მხარდაჭერა მოიპოვა უკრაინულ აუდიტორიაში, რადგან სწორედ უკრაინელებისთვისაა ყველაზე თვალსაჩინო ბუჩასა და აფხაზეთში მომხდარს შორის საზარელი მსგავსებები.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კამპანიაში აფხაზეთიდან დევნილი ქართველების მონაწილეობა და უშუალო ჩართულობა, რომლებსაც სჯერათ, რომ საერთაშორისო კონიუნქტურის რადიკალური შემობრუნების შემდეგ მართლაც რეალურია ცივილიზებული მსოფლიოს მიერ მათ თავზე გამოცდილი საზარელი დანაშაულების სამართლიანი და სამართლებრივი შეფასება.

კამპანიის მიზანია საზოგადოების მაქსიმალურად მრავალფეროვანი ჯგუფების ჩართვა და დაინტერესება, რადგან ისტორიული ცვლილებები სწორედ ფართო საზოგადოებრივ ალიანსებს მოითხოვს.

ჩვენ გვჯერა, რომ თანმიმდევრული სვლით, მოკავშირეთა შემომტკიცებით და ფართო ნაციონალური დისკუსიის წამოწყებით მივაღწევთ იმ ისტორიულ მიზანს, რომელიც რუსეთის მიერ აფხაზეთში ქართველთა გენოციდის აღიარებით დასრულდება.

ჩვენი თანამოაზრეები
იმოქმედე გენოციდის აღიარებისთვის
მოაწერე ხელი პეტიციას

ვინაიდან გვჯერა, რომ მომავალზე, მტერსა და მოყვარეზე, კეთილსა და ბოროტზე სწორი დასკვნების გამოსატანად წარსულის ხსოვნა და გააზრებაა მნიშვნელოვანი;

ვინაიდან მიგვაჩნია, რომ აფხაზეთში მომხდარი დანაშაულების ზუსტი სახელდება, რომელთა ხასიათი და მასშტაბი არა მხოლოდ ეთნიკურ წმენდას, არამედ გენოციდს უტოლდება, არის ჩვენი თაობის ვალი გენოციდის მსხვერპლთა და მათი ოჯახის წევრების წინაშე;

ვინაიდან ეს ვალი მომავალი თაობების წინაშეც გვადევს, რომელთაც მტრის ვინაობა და რაობა ადეკვატურად უნდა გადავცეთ;

ვინაიდან არა მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის, არამედ საქართველოს ხელისუფლებების მიერაც კი არ მომხდარა აფხაზეთში რუსეთისა და მისი ეფექტური კონტროლის ქვეშ მყოფი დაჯგუფებების მიერ ჩადენილი დანაშაულების ჯეროვანი შეფასება;

ვინაიდან ერთადერთი, რაც მოხერხდა, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დევნის ეთნიკურ წმენდად შეფასებაა;

ვინაიდან ისტორიის ამ ეტაპზე რუსეთის მიერ ბუჩაში, მარიუპოლში, ირპენში, გოსტომელსა და უკრაინის სხვა ქალაქებში ჩადენილი ომის დანაშაულები გენოციდად შეფასდა აშშ-ის პრეზიდენტისა და არაერთი სხვა მსოფლიო ლიდერის მიერ, ესტონეთის, ლატვიის, ირლანდიის, კანადისა და ჩეხეთის პარლამენტებმა კი უკრაინელების გენოციდი ოფიციალურად აღიარეს;

ვინაიდან პუტინის რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ 2022 წლის თებერვალში დაწყებულმა სრულმასშტაბიანმა სამხედრო აგრესიამ, მართალია, დაგვიანებით, მაგრამ, საბოლოოდ, გამოიწვია თავისუფალი სამყაროს მხრიდან პუტინის ბოროტების იმპერიის შესაბამისი შეფასება;

ვინაიდან ამ გარემოებამ გახსნა შესაძლებლობა საერთაშორისო ასპარეზზე აფხაზეთში ქართველთა გენოციდის აღიარების კამპანიის დაწყებისა;

ვინაიდან გვჯერა, რომ ბოროტების იმპერიის განადგურებისთვის მნიშვნელოვანია ჩვენმა ქვეყანამ და მთელმა თავისუფალმა სამყარომ სახელი დაარქვას რუსეთის მიერ წარსულში ჩადენილ დანაშაულებსაც ქართველი ხალხისა და კაცობრიობის წინაშე, მოვითხოვთ:

რუსეთისა და მისი ეფექტური კონტროლის ქვეშ მყოფი დაჯგუფებების მიერ აფხაზეთში კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულების ქართველთა გენოციდად აღიარებას, როგორც ქართული სახელმწიფოს, ასევე მთელი ცივილიზებული სამყაროს მიერ.

3708
ხელმოწერა