ევროპული საქართველოს წესდება

22 დეკემბერი 2021
22 დეკემბერი 2021

ევროპული საქართველოს წესდება

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება

,,ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის”

წ ე ს დ ე ბ ა

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1.1. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული

საქართველო” (შემდგომში - გაერთიანება) არის მოქალაქეთა ნებაყოფლობითი პოლიტიკური

გაერთიანება, რომელიც შექმნილია საქართველოს კონსტიტუციის, "მოქალაქეთა

პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე და

თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესდების

შესაბამისად;

1.2. გაერთიანება წარმოადგენს არასამეწარმეო იურიდიულ პირს, აქვს დამოუკიდებელი

ბალანსი, საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშები საბანკო დაწესებულებებში,

უფლებამოსილია შეიძინოს ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებები, იყოს

მოსარჩელე და მოპასუხე სასამართლოში;

1.3. გაერთიანების საქმიანობა ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე;

1.4. გაერთიანების წესდებაში ცვლილებების რეგისტრაცია ხდება კანონით დადგენილი წესით

და დადგენილ ვადებში;

1.5. გაერთიანების შექმნასა და საქმიანობას საფუძვლად უდევს შემდეგი პრინციპები:

1.5.1. გაერთიანებაში გაწევრიანებისა და გაერთიანებიდან გასვლის ნებაყოფლობითობა;

1.5.2. დამოუკიდებლობა და თვითმმართველობა;

1.5.3. არჩევითობა და ანგარიშვალდებულება;

1.5.4. კანონის წინაშე თანასწორობა;

1.5.5. პარტიის შექმნისა და საქმიანობის საჯაროობა.

1.6. გაერთიანების სიმბოლო (ლოგო) არის სამი ფერისგან (ლურჯი, თეთრი და წითელი)

შემდგარი წრე. დიდი ზომის ლურჯ წრეზე გამოსახულია თეთრი ფერის 12 ვარსკვლავი. შიდა,

მცირე ზომის წითელ წრეზე, თეთრი ფერით არის დაფიქსირებული მარადიულობის

(უსასრულობის) სიმბოლო. ლურჯ და წითელ წრეებს ყოფს მცირე ზომის თეთრი ფერის წრე -

წარწერის და სიმბოლოს გარეშე (დანართი 1).

1.7. გაერთიანების იურიდიული მისამართია: საქართველო, ქალაქი თბილისი, ბარნოვის ქ.

N40.

მუხლი 2. გაერთიანების მიზნები, ამოცანები და მათი განხორციელების ფორმები

2.1. გაერთიანების მიზნები და ამოცანებია:

2.1.1. წარმოადგინოს და დაიცვას ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესები;

2.1.2. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის განმტკიცება, ქვეყნის ტერიტორიული

მთლიანობის აღდგენა და უზრუნველყოფა, სახელმწიფოს უსაფრთხოების სისტემის

გაძლიერება;

2.1.3. დემოკრატიული საზოგადოების ფორმირების ხელშეწყობა, კანონის უზენაესობაზე,

ევროპულ ღირებულებაზე დაფუძნებული სამართლებრივი სახელმწიფოს შენება, ადამიანის

საყოველთაოდ აღიარებულ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვისათვის სამართლებლივი

და ინსტიტუციონალური გარანტიების ჩამოყალიბება, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების

განვითარების საყოველთაო ხელშეწყობა;

2.1.4. თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის განვითარება, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის

უზრუნველყოფა, მოქალაქეების კეთილდღეობის ხელშეწყობა და უსაფრთხოების

უზრუნველყოფა;

2.1.5. საქართველოში დემოკრატიული სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების განმტკიცება და

მონაწილეობა მათ მუშაობაში;

2.1.6. საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის

მხარდაჭერა, პარტნიორ სახელმწიფოებთან თანამშრომლური ურთიერთობების გაღრმავება;

2.1.7. აქტიური მონაწილეობა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, საზოგადოების

პოლიტიკური ნების გამოხატვისა და განხორციელების მიზნით;

2.1.8. ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფა;

2.1.9. კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა;

2.1.10. ხელისუფლების საქმიანობაზე მუდმივი საზოგადოებრივი კონტროლის

უზრუნველყოფა;

2.1.11. დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერა.

2.2. აღნიშნული მიზნების მისაღწევად გაერთიანება იყენებს ყველა კანონიერ გზებსა და

საშუალებებს, აქტიურ მონაწილეობას იღებს ქვეყნის საკანონმდებლო და ადგილობრივი

თვითმართველობის ორგანოთა არჩევნებში, თანამშრომლობს პოლიტიკურ და

საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან და სხვა.

მუხლი 3. გაერთიანების წევრობა

3.1. გაერთიანების წევრი შეიძლება გახდეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს

ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც ცნობს და აღიარებს გაერთიანების წესდებასა და პროგრამას,

თავისი საქმიანობით ხელს უწყობს მისი მიზნების განხორციელებას, არ არის სხვა

პოლიტიკური გაერთიანების წევრი;

3.2. დაუშვებელია გაერთიანების წევრობის შეზღუდვა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის,

რელიგიის, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი

და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

3.3. გაერთიანების წევრობა ნებაყოფლობითია;

3.4. გაერთიანების წევრად მიღება ხდება პირადი განცხადებით, რომელსაც გაერთიანების

შესაბამისი რაიონული/საქალაქო ორგანიზაციები განიხილავენ არაუმეტეს სამი კვირის

ვადაში და იღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას. თუ აღნიშნულ ვადაში განცხადება არ იქნა

განხილული, გადაწყვეტილება ჩაითვლება დადებითად. რაიონული/საქალაქო

ორგანიზაციების მიერ წევრობაზე უარის თქმის შემთხვევაში წევრობის კანდიდატს შეუძლია

გადაწყვეტილება გაასაჩივროს გაერთიანების სამდივნოში;

3.5. თვეში ერთხელ რაიონული/საქალაქო ორგანიზაციები ვალდებული არიან ახალი წევრების

შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ სამდივნოს, გაერთიანების ერთიან ბაზაში განსათავსებლად.

ერთიან ბაზაში განთავსებამდე სამდივნოს უფლება აქვს საკუთარი ინიციატივით განიხილოს

წევრობის საკითხი და გააუქმოს რაიონული/საქალაქო ორგანიზაციის მიერ მიღებული

გადაწყვეტილება.

3.6. გაერთიანებიდან გასვლა თავისუფალია. გაერთიანების წევრი გაერთიანებიდან გასულად

ჩაითვლება მის მიერ განცხადების წარდგენის დღიდან;

3.7. გაერთიანების წევრი, რომელიც სისტემატურად არღვევს წესდებით დადგენილ

მოთხოვნებს, ეწინააღმდეგება გაერთიანების ღირებულებებსა და/ან ინტერესებს, არ

ასრულებს გაერთიანების უფლებამოსილი თანამდებობის პირის (პირების) ან გაერთიანების

შესაბამისი ორგანოების გადაწყვეტილებებს ან ჩაიდენს კანონსაწინააღმდეგო, გაერთიანების

სახელისა და ღირსების შემლახავ ქმედებას, გაერთიანების სტრუქტურული ქვედანაყოფის

ხელმძღვანელის ან ხელმძღვანელი ორგანოს წერილობითი დასაბუთებული მოთხოვნის

საფუძველზე, შეიძლება გაირიცხოს გაერთიანების წევრობიდან. გადაწყვეტილებას, პირის

გაერთიანების წევრობიდან გარიცხვის თაობაზე, იღებს გაერთიანების სამდივნო. იმ

შემთხვევაში თუ გარიცხვის კანდიდატს გაერთიანებაში უკავია ამ წესდებით

გათვალისწინებული თანამდებობა, საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს

გაერთიანების პოლიტიკური საბჭო.

3.8. გაერთიანების წევრს უფლება აქვს:

3.8.1. მონაწილეობა მიიღოს გაერთიანების საქმიანობაში;

3.8.2. აირჩიოს და არჩეული იყოს გაერთიანების ორგანოებში;

3.8.3. მონაწილეობა მიიღოს გაერთიანების წესდებით დადგენილი მიზნების

განხორციელებაში;

3.8.4. მონაწილეობდეს გაერთიანების საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების

განხილვაში;

3.8.5. მიმართოს გაერთიანების ხელმძღვანელ პირებს, მიიღოს ინფორმაცია გაერთიანებისა და

მისი ორგანოების საქმიანობის შესახებ;

3.8.6. დადგენილი წესით ისარგებლოს გაერთიანების კუთვნილი ქონებით.

3.9. გაერთიანების წევრი ვალდებულია:

3.9.1. დაიცვას გაერთიანების წესდებით დადგენილი მოთხოვნები;

3.9.2. შეასრულოს გაერთიანების ხელმძღვანელი ორგანოების გადაწყვეტილებები;

3.9.3. აქტიური მონაწილეობა მიიღოს გაერთიანების საქმიანობაში;

3.9.4. გაუფრთხილდეს გაერთიანების სახელსა და ავტორიტეტს, ფართო პროპაგანდა გაუწიოს

მის საქმიანობას;

3.9.5. გაუფრთხილდეს გაერთიანების მატერიალურ ტექნიკურ ბაზას და იზრუნოს მისი

განმტკიცებისათვის.

მუხლი 4. გაერთიანების აქტივისტი (მოხალისე)

4.1. აქტივისტი (მოხალისე) არის პირი, რომელიც მხარს უჭერს გაერთიანებას და აქტიურად

ეხმარება მას მიზნების მიღწევაში და ამავე დროს არ არის გაერთიანების წევრი;

4.2. პირის გაერთიანების აქტივისტად მიღებისა და მისი გაერთიანების აქტივისტობიდან

გარიცხვის წესს ამტკიცებს გაერთიანების პოლიტიკური საბჭო;

4.3.აქტივისტი ვალდებულია:

4.3.1.შეასრულოს გაერთიანების ხელმძღვანელი ორგანოების გადაწყვეტილებები;

4.3.2.აქტიური მონაწილეობა მიიღოს გაერთიანების როგორც ცენტრალური, ასევე

ადგილობრივი სტრუქტურების სახელით დაგეგმილ ნებისმიერ ღონისძიებაში;

4.4. გაერთიანების აქტივისტს უფლება აქვს:

4.4.1. მონაწილეობა მიიღოს გაერთიანების საქმიანობაში;

4.4.2. ესწრებოდეს გაერთიანების საჯარო შეხვედრებს;

4.4.3. მონაწილეობდეს შეხვედრების ორგანიზებაში;

4.4.4. მონაწილეობა მიიღოს გაერთიანების წესდებით დადგენილი მიზნების

განხორციელებაში;

4.4.5. მიმართოს გაერთიანების ხელმძღვანელ პირებს, მიიღოს ინფორმაცია გაერთიანებისა და

მისი ორგანოების საქმიანობის შესახებ;

4.4.6. დადგენილი წესით ისარგებლოს გაერთიანების კუთვნილი ქონებით;

4.5. აქტივისტად ყოფნა ნებაყოფლობითია, აქტივისტს უფლება აქვს უარი თქვას

აქტივისტობაზე.

მუხლი 5. გაერთიანების ხელმძღვანელი ორგანო:

5.1. გაერთიანების უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოა გაერთიანების ყრილობა, რომელიც

მოიწვევა 4 წელიწადში ერთხელ მაინც. ყრილობა (რიგგარეშე ყრილობა) შეიძლება მოწვეულ

იქნას გაერთიანების თავმჯდომარის, პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, გენერალური

მდივნის, აგრეთვე, გაერთიანების წევრთა 10%-ის ან პოლიტიკური საბჭოს ინიციატივით.

5.2. ყრილობის მონაწილე დელეგატების რეგისტრაციის წესს, ყრილობაზე მოსაწვევ

დელეგატების (არანაკლებ 200 დელეგატისა) რაოდენობასა და დელეგატთა არჩევის წესს

განსაზღვრავს გაერთიანების პოლიტიკურ საბჭო, გაერთიანების სამდივნოს წინადადების

საფუძველზე. გაერთიანების პოლიტიკური საბჭო რაიონული/საქალაქო ორგანიზაციებს

შორის დელეგატთა გადანაწილებისას ხელმძღვანელობს ყრილობამდე ბოლო ორი საერთო

არჩევნების შედეგებით, ამ წესდების 6.6. პუნქტში გათვალისწინებული პრინციპების დაცვით.

5.3. დამატებით დელეგატებს ყრილობაზე წარადგენენ გაერთიანების საპარლამენტო

ფრაქციებში გაერთიანებული დეპუტატები, პრინციპით ერთი დეპუტატი სამი დელეგატი და

გაერთიანების პოლიტიკური საბჭო, რომელსაც დელეგატობის კანდიდატთა სიას წარუდგენს

გაერთიანების სამდივნო;

5.4. ყრილობა უფლებამოსილია თუ მას ესწრება დელეგატთა ნახევარზე მეტი, ხოლო

გადაწყვეტილებები მიიღება ყრილობაზე დამსწრე დელეგატთა ხმების უმრავლესობით, ღია

კენჭისყრით. გაერთიანების თანამდებობაზე არჩევისას, წესდებაში ცვლილების შეტანისას,

აგრეთვე, იმ შემთხვევაში, თუ ღია კენჭისყრამ ხელის აწევით მკაფიოდ არ გამოავლინა

ყრილობაზე დამსწრე დელეგატთა ნება, კენჭისყრა ტარდება სახელობითი ბიულეტენებით.

თუ გაერთიანების თანამდებობაზე ასარჩევად არ არის ერთზე მეტი კანდიდატი ან წესდებაში

ცვლილების შეტანისას არ არსებობს ალტერნატიული წინადადება, ყრილობის

თავმჯდომარეს უფლება აქვს, ჩაატაროს ღია კენჭისყრა ხელის აწევით.

5.5. ყრილობის განსაკუთრებული პრეროგატივაა გაერთიანების წესდების მიღება, მასში

ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, გაერთიანების თავმჯდომარის, სარევიზიო კომისიის,

პოლიტიკური საბჭოს არჩევა, გაერთიანების რეორგანიზაციისა და თვითლიკვიდაციის,

აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საკითხების

გადაწყვეტა.

5.6. გაერთიანების ყრილობის გადაწყვეტილებები ფორმდება ოქმის სახით და მას ხელს აწერს

ყრილობის თავმჯდომარე და ყრილობის მდივანი.

მუხლი 6. გაერთიანების პოლიტიკური საბჭო

6.1. ყრილობებს შორის პერიოდში გაერთიანების აღმასრულებელი ორგანოა გაერთიანების

პოლიტიკური საბჭო, რომელიც ანგარიშვალდებულია გაერთიანების ყრილობის წინაშე.

პოლიტიკური საბჭოს სხდომა მოიწვევა სამ თვეში ერთხელ მაინც, გაერთიანების

პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მიერ. რიგგარეშე სხდომის მოწვევა შეუძლია

გაერთიანების თავმჯდომარეს, გენერალურ მდივანს ან პოლიტიკური საბჭოს წევრთა ერთ

მესამედს. რიგგარეშე სხდომას უძღვება გაერთიანების თავმჯდომარე, პოლიტიკური საბჭოს

თავმჯდომარე ან გენერალური მდივანი;

6.2. გაერთიანების პოლიტიკური საბჭო აირჩევა ყრილობის მიერ 4 წლის ვადით. აღნიშნული

ვადის გასვლამდე შესაძლებელია პოლიტიკური საბჭოს ახალი შემადგენლობის არჩევა

რიგგარეშე ყრილობის მიერ. პოლიტიკური საბჭოს უფლებამოსილება წყდება ყრილობის მიერ

პოლიტიკური საბჭოს ახალი შემადგენლობის არჩევით;

6.3. გაერთიანების პოლიტიკური საბჭოს წევრთა რაოდენობას განსაზღვრავს გაერთიანების

ყრილობა. გაერთიანების პოლიტიკურ საბჭოში აირჩევა მხოლოდ გაერთიანების წევრი;

6.4. გაერთიანების პოლიტიკური საბჭოს წევრი ხდება ყრილობის ჩატარების დროს მოქმედი

საქართველოს პარლამენტის წევრი (თანხმობის შემთხვევაში), რომელიც გაერთიანებულია

გაერთიანების საპარლამენტო ფრაქციებში, ასევე, ყველა რეგიონისა და თბილისის თითო

წარმომადგენელი, რომელიც ყრილობის ჩატარებამდე გამართულ ბოლო ორ საერთო

არჩევნებში რეგიონში/თბილისში საშუალო საუკეთესო მაჩვენებლის მქონე

რაიონულ/საქალაქო ორგანიზაციას (მათ შორის, თბილისის რაიონულ ორგანიზაციას)

წარმოადგენს;

6.5. თუ გაერთიანების პოლიტიკური საბჭოს წევრი საქართველოს პარლამენტს ტოვებს

ყრილობებს შორის პერიოდში, პოლიტიკური საბჭოს წევრად მისი დატოვების საკითხს წყვეტს

პოლიტიკური საბჭო.

6.6. რეგიონებს (მათ შორის თბილისს) გაერთიანების პოლიტიკურ საბჭოში ენიჭებათ

დამატებითი კვოტა ბოლო ორი საერთო არჩევნების საშუალო შედეგის მიხედვით.

დამატებითი კვოტის განსასაზღვრად გამოიყენება კოეფიციენტი, რომელიც მიიღება ორი

კომპონენტის ნამრავლისგან. პირველი კომპონენტი გამოითვლება რეგიონში(მათ შორის,

თბილისში) შემავალ ყველა საარჩევნო უბანზე გაერთიანების მიერ პროპორციული წესით

მიღებული უკანასკნელი ორი არჩევნების ხმათა ჯამის საშუალო რაოდენობის გაყოფით

„საშუალოდ მიღებულ ხმათა რაოდენობაზე“. (შენიშვნა: „საშუალოდ მიღებული ხმათა

რაოდენობა“ გამოითვლება გაერთიანების მიერ პროპორციული წესით უკანასკნელ ორ

არჩევნებზე საქართველოში მიღებული ხმების ჯამის 11-ზე და 2-ზე გაყოფით). მეორე

კომპონენტი გამოითვლება რეგიონში (მათ შორის, თბილისში) გაერთიანების მიერ მიღებული

ბოლო ორი საერთო არჩევნების საშუალო პროცენტის საქართველოს მასშტაბით მიღებული

ბოლო ორი საერთო არჩევნების საშუალო პროცენტზე გაყოფით. გაერთიანების პოლიტიკურ

საბჭოში დამატებითი 1 კვოტა ენიჭება უმცირესი კოეფიციენტის (მაგრამ, არანაკლებ 0.5-ისა,)

მქონე რეგიონს. დანარჩენი რეგიონების (მათ შორის, თბილისის) დამატებითი კვოტის

ოდენობის დათვლა მოხდება მათი კოეფიციენტის 1 დამატებითი კვოტის მიმღები რეგიონის

კოეფიციენტზე გაყოფით.

6.7. რეგიონის შიგნით დამატებითი კვოტების რაიონულ/საქალაქო ორგანიზაციებს (მათ

შორის, თბილისის რაიონულ ორგანიზაციებს) შორის განაწილება ემყარება ბოლო

საპარლამენტო არჩევნებში პროპორციული სისტემით ნაჩვენებ შედეგებს. რანჟირება წარმოებს

ამ წესდების 6.6. პუნქტში აღწერილი პრინციპით. რაიონული/საქალაქო ორგანიზაცია თავად

განსაზღვრავს გაერთიანების პოლიტიკურ საბჭოში წარმოამდგენლის დასახელების წესს. თუ

პირი უკვე ავტომატურად, 6.4 პუნქტით განსაზღვრული წესით, გახდა გაერთიანების

პოლიტიკური საბჭოს წევრი, რაიონული/საქალაქო ორგანიზაცია გაერთიანების პოლიტიკურ

საბჭოში ასახელებს ახალ წარმომადგენელს.

6.8. გაერთიანების პოლიტიკურ საბჭოში 5-5 წევრის წარდგენის უფლება აქვთ გაერთიანების

თავმჯდომარეს, პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარესა და გენერალურ მდივანს. თითო

კანდიდატის წარდგენის უფლება აქვთ გაერთიანების საპარლამენტო ფრაქციების 2 წევრს.

ამასთან, ამ უფლებით აღჭურვილმა პარლამენტის წევრმა შეიძლება ხელი მოაწეროს მხოლოდ

ერთი კანდიდატის წარდგენას.

6.9. ამ წესდების 6.4., 6.6. და 6.8 პუნქტებით განსაზღვრულ გაერთიანების პოლიტიკური

საბჭოს წევრობის კანდიდატები დასამტკიცებლად წარედგინება გაერთიანების ყრილობას.

6.10. თუ ამ წესდების 6.4., 6.6. და 6.8. პუნქტებში განსაზღვრული წესით არ არიან

დამტკიცებულები, პოლიტიკური საბჭოში თანამდებობრივად შედიან გაერთიანების

თავმჯდომარე, გაერთიანების პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, გენერალური მდივანი

და პარტიის მდივნები.

6.11. გაერთიანების პოლიტიკური საბჭოს წევრობა ემყარება თავისუფალი მანდატის

პრინციპს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც:

6.11.1. პირს უწყდება გაერთიანების წევრობა;

6.11.2. პირს შეუწყდა საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსი და გაერთიანების

პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება პირის მიერ პოლიტიკური საბჭოს დატოვების

შესახებ;

6.11.3. პირი გაერთიანების პოლიტიკური საბჭოს წევრი გახდა ამ წესდების 6.10. პუნქტის

შესაბამისად და დატოვა თანამდებობა.

6.12. გაერთიანების პოლიტიკური საბჭო უფლებამოსილია თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე

მეტი. გაერთიანების პოლიტიკური საბჭო ხელმძღვანელობს საბჭოს რეგლამენტით,

რომელსაც ამტკიცებს პოლიტიკური საბჭო. პოლიტიკური საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს

სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით, გარდა ამ წესდებით განსაზღვრული

შემთხვევებისა.

6.13. გაერთიანების პოლიტიკური საბჭოს კომპეტენციას განეკუთვნება:

6.13.1. გაერთიანების სახელით მიმართვების, განცხადებების, გაერთიანების მიმდინარე

საქმიანობის შესახებ ცალკეული გადაწყვეტილებების მიღება;

6.13.2. პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის არჩევა და გათავისუფლება;

6.13.3. გაერთიანების გენერალური მდივნის დანიშვნა და გათავისუფლება;

6.13.4. გაერთიანების მდივნების დანიშვნა და გათავისუფლება;

6.13.5. გაერთიანების სტრუქტურული ქვედანაყოფების და სათათბირო ორგანოების,

ინტერესთა ჯგუფებისა და ასოციაციების შექმნის, რეორგანიზაციის, ფუნქციონირების

შეჩერებისა და ლიკვიდაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება;

6.13.6. გაერთიანების სტრუქტურული ქვედანაყოფების და სამდივნოს სტრუქტურისა და

დებულების, აგრეთვე, სათათბირო ორგანოების, ინტერესთა ჯგუფებისა და ასოციაციების

სტრუქტურისა და დებულებების დამტკიცება;

6.13.7. გაერთიანების სტრუქტურული ქვედანაყოფების კონფერენციების შედეგების (მათ

შორის, სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელი პირების არჩევის შესახებ

გადაწყვეტილებების) განხილვა და დამტკიცება;

6.13.8. ყველა დონის არჩევნებზე კანდიდატების შერჩევის წესის განსაზღვრა (შენიშვნა:

საპარლამენტო არჩევნების პარტიული სიის ფორმირებისას, როგორც წესი, ხელმძღვანელობს

ბოლო ორი საერთო არჩევნების შედეგებით, ამ წესდების 6.6. პუნქტში გათვალისწინებული

პრინციპების დაცვით).

6.13.9. ყველა დონის არჩევნებისათვის პარტიული საარჩევნო სიისა და მაჟორიტარი

კანდიდატის დამტკიცება;

6.13.10. გაერთიანების ბიუჯეტის დამტკიცება;

6.13.11. გაერთიანების სახელით დოკუმენტების შემუშავება – მიღების მიზნით ფორუმების,

კონვენტების და სხვა შეკრებების შესახებ გადაწყვეტილებების მიღება;

6.13.12. გაერთიანების საწევრო შენატანისა და ოდენობის განსაზღვრის წესის შესახებ

გადაწყვეტილების მიღება;

6.13.13. ამ წესდებით გაუთვალისწინებელი გადაწყვეტილებების მიღება.

6.13.14. გაერთიანების პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებები ფორმდება ოქმის სახით,

რომელსაც ხელს აწერს გაერთიანების პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ან სხდომის

თავმჯდომარე.

მუხლი 7. გაერთიანების სამდივნო

7.1. გაერთიანების ყოველდღიურ საქმიანობას წარმართავს სამდივნო.

7.2 გაერთიანების სამდივნოს შემადგენლობაში შედიან გაერთიანების თავმჯდომარე,

გაერთიანების პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, გაერთიანების გენერალური მდივანი,

გაერთიანების მდივნები, გაერთიანების წევრი საპარლამენტო უმრავლესობის/უმცირესობის

ლიდერი და გაერთიანების საპარლამენტო ფრაქციების თავმჯდომარეები;

7.3. გაერთიანების მდივნების რაოდენობასა და მათ უფლებამოსილებებს განსაზღვრავს

პოლიტიკური საბჭო;

7.4. გაერთიანების სამდივნოს მუშაობას წარმართავს გაერთიანების გენერალური მდივანი.

მუხლი 8. გაერთიანების მაკონტროლებელი ორგანო:

8.1. გაერთიანების მაკონტროლებელი ორგანოა გაერთიანების სარევიზიო კომისია.

8.2. სარევიზიო კომისია აირჩევა ყრილობის მიერ 4 წლის ვადით არანაკლებ სამი წევრის

შემადგენლობით. სარევიზიო კომისიას უფლებამოსილება შეიძლება შეუწყდეს ვადამდე თუ

ყრილობა აირჩევს სარევიზიო კომისიის ახალ შემადგენლობას. სარევიზიო კომისიის წევრთა

რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს გაერთიანების ყრილობა, გაერთიანების

პოლიტიკური საბჭოს წარდგინებით;

8.3. სარევიზიო კომისია თავისი შემადგენლობიდან ირჩევს კომისიის თავმჯდომარეს,

მოადგილესა და მდივანს.

8.4. სარევიზიო კომისია უფლებამოსილია თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი,

კომისია გადაწყვეტილებებს იღებს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით.

8.5. სარევიზიო კომისია უფლებამოსილია განახორციელოს გაერთიანების საფინანსოსაბუღალტრო დოკუმენტების რევიზია, გაერთიანების საფინანსო საქმიანობის კონტროლი,

გაერთიანების წევრთა აღრიცხვიანობის კონტროლი, აგრეთვე, გაერთიანების წესდებით,

პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.

8.6. სარევიზიო კომისია თავისი საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს გაერთიანების

ყრილობას, ხოლო წელიწადში ერთხელ - პოლიტიკურ საბჭოს.

მუხლი 9. გაერთიანების სტრუქტურული ქვედანაყოფები და გაერთიანების ცენტრალური

ადმინისტრაცია

9.1. გაერთიანების სტრუქტურული ქვედანაყოფებია: გაერთიანების რაიონული/საქალაქო

ორგანიზაციები, გაერთიანების ქალთა ორგანიზაცია და გაერთიანების პოლიტიკური საბჭოს

გადაწყვეტილებით შექმნილი სხვა ქვედანაყოფები. სტრუქტურული ქვედანაყოფების შექმნის,

რეორგანიზაციის, ფუნქციონირების შეჩერების და ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილებას

იღებს გაერთიანების პოლიტიკური საბჭო, თუ ამ წესდებით სხვა წესი არ არის

გათვალისწინებული.

9.2. გაერთიანების სტრუქტურული ქვედანაყოფები მოქმედებენ საკუთარი დებულების

საფუძველზე, რომელსაც გაერთიანების გენერალური მდივნის წარდგინებით ამტკიცებს

გაერთიანების პოლიტიკური საბჭო, თუ ამ წესდებით სხვა წესი არ არის გათვალისწინებული.

9.3. რაიონული/საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელების არჩევა ხდება 14.1 პუნქტის

მიხედვით, ხოლო გათავისუფლება კი - 14.3. პუნქტის მიხედვით. გაერთიანების სხვა

სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელს ნიშნავს და ათავისუფლებს გაერთიანების

პოლიტიკური საბჭო, თუ ამ წესდებით სხვა წესი არ არის გათვალისწინებული;

9.4. გაერთიანების რაიონული/საქალაქო ორგანიზაციები იქმნება ქვეყნის ადმინისტრაციულტერიტორიულ ერთეულებში და ადგილებზე ახორციელებენ გაერთიანების პოლიტიკური

მიზნებისა და ამოცანების გატარების უზრუნველყოფას. გაერთიანების რაიონული/საქალაქო

ორგანიზაციების სტრუქტურასა და დებულებას ამტკიცებს გაერთიანების პოლიტიკური

საბჭო;

9.5. გაერთიანების სტრუქტურული ქვედანაყოფია გაერთიანების ქალთა ორგანიზაცია. ქალთა

ორგანიზაციის თავმჯდომარეს და 15-წევრიან საბჭოს ირჩევს ქალთა ორგანიზაციის ყრილობა.

ქალთა ორგანიზაცია ფუნქციონირებას ახორციელებს ორგანიზაციის დებულებით,

რომელსაც, ასევე, ამტკიცებს ქალთა ორგანიზაციის ყრილობა. ყრილობა ტარდება ოთხ

წელიწადში ერთხელ მაინც.

9.7. გაერთიანების ცენტრალური ადმინისტრაცია ახორციელებს გაერთიანების საქმიანობის

ორგანიზაციულ უზრუნველყოფას. გაერთიანების ცენტრალური ადმინისტრაციის

სტრუქტურასა და დებულებას, გაერთიანების გენერალური მდივნის წარდგინებით

ამტკიცებს გაერთიანების პოლიტიკური საბჭო;

9.8. გაერთიანების სტრუქტურული ქვედანაყოფები იქმნება იურიდიული პირის უფლებების

გარეშე;

9.9. გაერთიანების სხვა ქვედანაყოფების შექმნის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის წესს

განსაზღვრავს გაერთიანების პოლიტიკური საბჭო.

მუხლი 10. გაერთიანების თავმჯდომარე

10.1. გაერთიანების ხელმძღვანელი პირი - გაერთიანების თავმჯდომარე აირჩევა

გაერთიანების ყრილობის მიერ;

10.2. გაერთიანების თავმჯდომარე ამ წესდების, პროგრამისა და სხვა დოკუმენტების

საფუძველზე:

10.2.1. წარმოადგენს გაერთიანებას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ;

10.2.2. გაერთიანების სახელით ხელს აწერს გაერთიანების დოკუმენტაციას, გარდა

გაერთიანების პოლიტიკური საბჭოს კომპეტენციაში შემავალი საკითხებისა;

10.2.3. გაერთიანების სახელით ხელს აწერს გაერთიანების საარჩევნო დოკუმენტაციას;

10.2.4. გაერთიანების სახელით აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს და მიმართვებს;

10.2.5. ახორციელებს ამ წესდებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 11. გაერთიანების პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე

11.1. გაერთიანების პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე აირჩევა გაერთიანების

პოლიტიკური საბჭოს მიერ;

11.2. გაერთიანების პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ამ წესდების, პროგრამის და სხვა

დოკუმენტების საფუძველზე:

11.2.1. წარმოადგენს გაერთიანებას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ;

11.2.2. გაერთიანების სახელით ხელს აწერს გაერთიანების პოლიტიკური საბჭოს

გადაწყვეტილებებს.

11.2.3. გაერთიანების სახელით ხელს აწერს გაერთიანების საარჩევნო დოკუმენტაციას;

11.2.4. გაერთიანების სახელით აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს და მიმართვებს;

11.2.5. ახორციელებს ამ წესდებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 12. გაერთიანების გენერალური მდივანი

12.1. გაერთიანების გენერალურ მდივანს ნიშნავს გაერთიანების პოლიტიკური საბჭო;

12.2. გაერთიანების გენერალური მდივანი ხელმძღვანელობს გაერთიანების სამდივნოს.

კოორდინაციასა და კონტროლს უწევს გაერთიანების სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების

მიმდინარე საქმიანობას;

12.3. გაერთიანების სახელით ხელს აწერს გაერთიანების საარჩევნო დოკუმენტაციას;

12.4. გაერთიანების თავმჯდომარესთან შეთანხმებით პოლიტიკურ საბჭოს წარუდგენს

მდივნების კანდიდატურებს;

12.5. თუ ამ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, გაერთიანების პოლიტიკურ

საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს გაერთიანების სტრუქტურული ქვედანაყოფების

სტრუქტურასა და დებულებას;

12.6. გაერთიანების თავმჯდომარესთან შეთანხმებით გაერთიანების პოლიტიკურ საბჭოს

დასამტკიცებლად წარუდგენს გაერთიანების ბიუჯეტს.

12.7. უზრუნველყოფს გაერთიანების ყრილობისა და გაერთიანების პოლიტიკური საბჭოს

სხდომების ორგანიზებას.

12.8. გაერთიანების ყრილობის, პოლიტიკური საბჭოს, გაერთიანების თავმჯდომარის

გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით, მისი კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემს

ბრძანებებს.

12.9. უფლებამოსილია მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით გასცეს

მინდობილობა.

12.10. აფორმებს შრომით ხელშეკრულებებს/გამოსცემს ბრძანებებს გაერთიანების

თანამშრომელთა სამსახურში მიღებისა და გათავისუფლების თაობაზე;

12.11. გაერთიანების მიზნებისათვის განკარგავს ფინანსებსა და ქონებას.

12.12. წარმოადგენს გაერთიანებას მესამე პირებთან ურთიერთობაში.

12.13. გაერთიანების სახელით, წესდებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში,

ხელს აწერს შესაბამის დოკუმენტაციას.

12.14. ახორციელებს ამ წესდებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

12.15. გენერალური მდივნის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობებს, პოლიტიკური საბჭოს

გადაწყვეტილებით, ასრულებს გაერთიანების ერთ-ერთი მდივანი.

მუხლი 13. გაერთიანების მდივნები:

13.1. გაერთიანების მდივნები ინიშნებიან გაერთიანების პოლიტიკური საბჭოს მიერ.

13.2. მდივნების რაოდენობასა და ფუნქციებს განსაზღვრავს გაერთიანების პოლიტიკური

საბჭო.

13.3. მდივნები კოორდინაციას უწევენ შესაბამის სფეროში გაერთიანების საქმიანობას და

ასრულებენ გაერთიანების გენერალური მდივნის ცალკეულ დავალებებს.

მუხლი 14. გაერთიანების სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ცენტრალური

ადმინისტრაციის ხელმძღვანელები

14.1. გაერთიანების რაიონული/საქალაქო ორგანიზაციას ხელმძღვანელობს გაერთიანების

რაიონული/საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე, რომელიც აირჩევა შესაბამისი

ორგანიზაციის კონფერენციის მიერ 4 წლის ვადით. კონფერენციის ჩატარების თარიღსა და

წესს განსაზღვრავს გაერთიანების პოლიტიკური საბჭო. არჩევის შესახებ კონფერენციის

გადაწყვეტილებას ამტკიცებს გაერთიანების პოლიტიკური საბჭო;

14.2. გაერთიანების რაიონული/საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე გაერთიანების

გენერალურ მდივანს, გაერთიანების პოლიტიკურ საბჭოზე განხილვისა და დამტკიცების

მიზნით, წარუდგენს რაიონული/საქალაქო ორგანიზაციის დებულებასა და სტრუქტურას.

14.3. გაერთიანების რაიონული/საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე შეიძლება

გადარჩეულ იქნას შესაბამისი ორგანიზაციის წევრთა ერთი მესამედის ან გაერთიანების

პოლიტიკური საბჭოს მოთხოვნით. გადაწვეტილება გაერთიანების რაიონული/საქალაქო

ორგანიზაციის თავმჯდომარის გადარჩევის შესახებ მიიღება გაერთიანების

რაიონული/საქალაქო ორგანიზაციის კონფერენციის მიერ დამსწრეთა უმრავლესობით ან

გაერთიანების პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე დამსწრეთა ორი მესამედით;

14.4. გაერთიანების რაიონული/საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარის უფლებამოსილების

ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, გაერთიანების გენერალური მდივანი ნიშნავს

გაერთიანების რაიონული/საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის

შემსრულებელს, ამ წესდების 14.1 პუნქტით დადგენილი წესით რაიონული/საქალაქო

ორგანიზაციის თავმჯდომარის არჩევამდე.

14.5. გაერთიანების ქალთა ორგანიზაციას ხელმძღვანელობს გაერთიანების ქალთა

ორგანიზაციის თავმჯდომარე, რომელსაც 4 წლის ვადით ირჩევს გაერთიანების ქალთა

ყრილობა. გაერთიანების ქალთა ყრილობაზე თავმჯდომარის არჩევის შესახებ მიღებული

გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინება გაერთიანების პოლიტიკურ საბჭოს;

14.6. გაერთიანების ცენტრალურ ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს ცენტრალური

ადმინისტრაციის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს

გაერთიანების გენერალური მდივანი.

14.7. გაერთიანების ცენტრალური ადმინისტრაციის უფროსი გაერთიანების გენერალურ

მდივანს, გაერთიანების პოლიტიკურ საბჭოზე განხილვისა და დამტკიცების მიზნით,

წარუდგენს გაერთიანების ცენტრალური ადმინისტრაციის დებულებასა და სტრუქტურას.

მუხლი 15. გაერთიანების ფინანსები, ქონება და მისი ფორმირების წყაროები

15.1. გაერთიანების ქონებისა და სახსრების ფორმირების წყაროებია:

15.1.1. გაერთიანების წევრთა საწევრო შენატანები;

15.1.2. შემოწირულობები;

15.1.3. კანონით დადგენილ შემთხვევებში სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხები;

15.1.4. გაერთიანების მიერ ორგანიზებული გამოფენებისა და სხვა მსგავსი ღონისძიებების

მოწყობით, აგრეთვე, საწესდებო მიზნებიდან გამომდინარე, საგამომცემლო, საინფორმაციო

და სხვა საქმიანობიდან მიღებული თანხები, ასევე, სხვა შემოსავლები, რომელიც არ არის

აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით.

15.2. გაერთიანება უფლებამოსილია საკუთრებაში ჰქონდეს შენობა-ნაგებობები,

სატრანსპორტო საშუალებები და სხვა ქონება, რაც მას ესაჭიროება საწესდებო მიზნების

განსახორციელებლად;

15.3. გაერთიანების სახსრების განკარგვა დასაშვებია მხოლოდ საწესდებო მიზნების

განსახორციელებლად და მისი განაწილება გაერთიანების წევრებს შორის აკრძალულია.

მუხლი 16. გაერთიანების საქმიანობის შეწყვეტა

16.1. გაერთიანების საქმიანობა შეიძლება შეწყდეს მისი რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის

საფუძველზე;

16.2. გაერთიანების აკრძალვა შეიძლება მხოლოდ საქართველოს საკონსტიტუციო

სასამართლოს გადაწყვეტილებით, კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი

წესით;

16.3. გაერთიანების რეორგანიზაცია (შერწყმა, შეერთება, გაყოფა) ხდება ყრილობის

გადაწყვეტილებით. რეორგანიზაციის შემთხვევაში გაერთიანების ქონების განაწილების

საკითხს წყვეტს ყრილობა კანონით დადგენილი წესით;

16.4. გაერთიანების თვითლიკვიდაცია ხდება ყრილობის გადაწყვეტილებით.

16.5. გაერთიანების აკრძალვის ან თვითლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადაეცემა

სახელმწიფოს.

მუხლი 17. წესდების შეცვლის წესი

17.1. წესდების შეცვლა, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა მხოლოდ გაერთიანების

ყრილობის პრეროგატივაა.