10 ივნისი, 2018

სერგი კაპანაძის ჩართვა ტვ იმეზე

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ აქციების ჩატარება და პოლიტიკური ძალების მონაწილეობა ლეგიტიმურია, მაგრამ ჩვენსა და ამ პარტიებს შორის არსებული განსხვავებების გამო, ამ აქციის ორგანიზებაში მონაწილეობას არ ვიღებთ," - ევროპული საქართველოს წევრის, სერგი კაპანაძის ჩართვა ტვ იმეზე
9 ივნისი, 2018

სერგი კაპანაძის ჩართვა ტვ იმედზე

📌 მირზა სუბელიანის დაკავება სწორი მიმართულებაა, თუმცა მთავარი კითხვა ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია: ვინ მიაყენა დავით სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობები?! 📌 მთავარი კვანძი არ გახსნილა და ჩვენი ამოცანაა, მთავარ საკითხს გაეცეს პასუხი. ➡️ ევროპული საქართველოს წევრი, სერგი კაპანაძის ჩართვა ტვ იმედზე
9 ივნისი, 2018

ოთარ კახიძის კომენტარი 10 ივნისს დაგეგმილი აქციის შესახებ

📌 ევროპულმა საქართველომ არაერთხელ აღნიშნა, რომ ჩვენ არ ვართ ამ აქციის ორგანიზატორები, შესაბამისად, ამ აქციაში არ ვმონაწილეობთ. 📌 ჩვენ ვმუშაობთ ზაზა სარალიძის შვილის მკვლელობის გამოძიებაზე საპარლამენტო კომისიის ფარგლებში და გავაკეთებთ ყველაფერს სიმართლის დასადგენად. ➡️ ევროპული საქართველოს წევრის, ოთარ კახიძის, კომენტარი 10 ივნისს დაგეგმილი აქციის შესახებ
9 ივნისი, 2018

ოთარ კახიძის ბრიფინგი

"სანამ დავიწყებთ საქმის მასალების შესწავლას, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მირზა სუბელიანი არ მიემალოს გამოძიებას და უზრუნველყონ მისი გამოცხადება საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ახსნა-განმარტების მისაცემად. ამიტომ მინდა მოვუწოდო ხელისუფლებას, რომ იმ შემთხვევაში თუ არსებობს შესაბამისი მტკიცებულებები ბატონი სუბელიანის მიმამლვის საფრთხის თაობაზე, გაატაროს შესაბამისი ზომები," - ევროპული საქართველოს წევრის, ოთარ კახიძის ბრიფინგი, საგამოძიებო კომისიის
8 ივნისი, 2018

სერგი კაპანაძის ჩართვა იმედზე

📌 ყველა რელევანტურ ფიგურას, დაწყებულს, რა თქმა უნდა, საქმის ფიგურანტებით, დამთავრებულს იმ ადამიანებით, რომელთა გვარებიც ხშირად ჟღერს ხოლმე, ყველას მოუწევს მოსვლა ამ კომისიაზე, ახსნა-განმარტებების მოცემა და ჩვენს კითხვებზე პასუხების გაცემა. 📌 საგამოძიებო კომისიის შექმნა არის ნაწილი წნეხისა ზოგადად ხელისუფლებაზე და ამ შემთხვევაში, შსს-სა და მთავარ პროკურატურაზე, რომ ეს საქმე იყოს