საპარლამენტო ფრაქცია ,,ევროპული საქართველო’’ “გაზპრომთან” დადებული ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღების მიზნით ინტერფრაქციული ნდობის ჯგუფის შექმნას ითხოვს

“ევროპული საქართველოს” წევრის სერგო რატიანის განცხადებით, ფრაქციამ კანონპროექტი, რომელიც ინტერფრაქციული ნდობის ჯგუფის შექმნას ითვალისწინებს, უკვე დაარეგისტრირა. რატიანის თქმით, ინიციატივის საფუძველი სტრატეგიული უბნებისა და მიმართულებასთან დაკავშირებული კომერციული გარიგებების ინფორმაციის მოძიება, გამოკვლევა და რეაგირება წარმოადგენს. “ხელისუფლება აცხადებს, რომ მას არ აქვს უფლება გაასაჯაროოს კომერციული საიდუმლოება, მაგრამ მას შეუძლებელია ჰქონდეს არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტის წევრებს არ ჰქონდეთ უფლება გაეცნონ სახელმწიფოს უსაფრთხოების და ეკონომიკური საკითხების შემცველ დოკუმენტაციას. პარლამენტის პირველი უფლება და მოვალეობაა აკონტროლოს ხელისუფლება. ჩვენ ,,გაზპრომთან’’ დაკავშირებული საკითხის დაჩქარებული წესით განხილვას ვითხოვთ.’’