სააფთიაქო ნარკომანია - პრეს-რელიზი

დაახლოებით ერთი წლის წინ ევროპულმა საქართველომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან დათხოვნილმა საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს, მესამე სამმართველოს უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლმა ივანე აბესაძემ ჩაატარეს ბრიფინგი, რომელზეც საუბარი იყო ფინანსათა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში არსებული სერიოზული პრობლემებზე: კორუფცია, უკანონო გარიგებების ხელის დაფარება, ნეპოტიზმი, უკანონო მოსმენების დაფარვის მცდელობა.

მის განთავისუფლებამდე ივანე აბესაძემ რამოდენიმეჯერ მიაწოდა ოპერატიული ინფორმაცია თავის უშაულო უფროსს დათო სადაღაშვილი, აგრეთვე თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსს  გიორგი ელგანდაშვილი. საქმე ეხებოდა:

  1. თბილისში არსებული აფთიაქებში არსებული პრობლემების, კერძოდ:
    • ოკუპირებული ტერიტორიების, აგრეთვე საქართველო-თურქეთის საზღვრის,  გავლით კონტრაბანდული მედიკამენტებით აფთიაქების მომარაგებას და მათ რეალიზაციას;
    • აფთიაქების მიერ ჯარიმების გადახდის თავის არიდების სქემას. ამ სქემის მიხედვით აფთიაქები, რომლებსაც გააჩნდათ მფარველები ახალი სახელით ან იურიდიული სტატუსის შეცვლის შემდეგ ჩვეულებრივად აგრძელებდნენ საქმიანობას, ზოგჯერ იგივე მისამართზე;
    • დარღვევებს აფთიაქების ლიცენზირების საქმეში;
    • ფსიქოტროპული მედიკამენტებზე ყალბი რეცეპტების გაცემას-გავრცელებას  (ე.წ. სააფთიაქო ნარკომანია) და ფინანსური დოკუმენტების გაყალბებას.
  2. შპს აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკდირექციის მხრიდან არსებულ დარღვევებს მათი კუთვნილი ფართის გაქირავებისას.
  3. კონკრეტული საქმეების გამოძიებისას უკანონო მოსმენების გამოყენებას

  

ყველა ეს ინფორმაცია ხელმძღვანელობის მხრიდან უგულველყოფილი და უყურადღებოდ დატოვებული იყო. უფრო მეტიც ივანე აბესაძე გაანთავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან, თან პროცედურების დარღვევით, რადგან განთავისუფლების ბრძანებას თან არ ახლდა კანონმდებლობით  გათვალისწინებული დასკვნა.

 

წარმოიშვა ეჭვი, რომ ზემოთ აღნიშნულ დარღვევებს სწორედ ფინანსთა სამინისტროს საგამომძიებლო სამსახურის მაღალ ჩინოსნები მფარველობენ და უფროსი ინსპექტორის საქმიანობამ საფრთხე შეუქმნა არსებულ კორუფციულ სისტემას. ამ ეჭვს აძლიერებს შემდეგი ფაქტებიც  - ფინანსთა სამინისტროს საგამომძიებო სამსახურის უფროსი ლევან გამყრელიძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სსიპ-. საყვარელიძის სახ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის ბიძაშვილია. ბ-ნ ამირანის შვილი ნიკოლოზ გამყრელიძე სამედიცინო კორპორაცია ევექსის გენერალური დირექტროია. ამ კომპანიის ბიზნეს პარტნიორი შპს აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი და შპს  „ჰელსის“ დირექტორი და 100% მფლობელი ავთო იმედაძეა. ამავე კომპანიებში მუშაობს  ზემოთნახსენები გიორგი ელგანდაშვილის ძმა დავით ელგანდაშვილი.

 

ყველა ამ დარღვევების შესახებ აბესაძემ ორჯერ მოახსენა ფინანსთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტს თუმცა არც ერთ შემთხვევაში რეაგირება არ მომხდარა. რაც იძლევა იმის ვარაუდის საშულებას, რომ კორუფციულ მახინაციებში არამხოლოდ დეპარტამენტის ხელმძღვანელობაა ინფორმირებული და ჩაბმული არამედ სამინისტროს ლიდერშიპიც. არსებულ უკანონობასა და ეჭვების შესახებ ივანე აბესაძემ და ევროპულმა საქართველომ მიმართეს საქართველოს პროკურატურას რეაგირებისთვის.

 

რამოდენიმე დღის წინ საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ გააკეთა ოფიციალური განცხადებ, რომლშიც ისაუბრა აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკაში არსებულ ფინანსურ დარღვევების შესახებ და მოითხოვა შემოწმების ჩატარება.

 

ორი დღის წინ საკუთარ კაბინეტში დააკავეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დეპარტამენტის უფროსი გია თვალავაძე, რომლის ბრალდებებს შორის ფიგურირებს კონტრაბანდა და ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის მთარველობა.

 

როგორც ვხედავთ სამი ფაქტიდან, რომელზეც საუბარი იყო ერთი წლის წინ ორი დადასტურდა. გამომდინარე აქედან ევროპული საქართველო:

 

  1. იბარებს პარლამენტში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს;
  2. იბარებს პარლამენტში საქართველოს ფინანსთა მინისტრს ივანე მაჭავარიანს;
  3. მოითხოვს საქართველოს პროკურატურიდან სასწრაფოდ გამოიძიოს ივანე აბესაძეს განცხადებაში მითითებული ფაქტები.   
     

შპს აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ისტორია

 

2017 წელს საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს, მესამე სამმართველოს უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლმა ივანე აბესაძემ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია ყიფშიძის სახელობის კლინიკაში არსებულ დარღვევების შესახებ. ინფორმაციის თანახმად კლინიკის მენეჯმენტი უხეშად არღვევდა სახელმწიფო ქონების იჯარით გაცემის წესს. დღევანდელი ვითარებით კლინიკა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა და 100% წილს შპს კლინიკების განვითარების კომპანია ფლობს, რომლის 100% სს საპარტნიორო ფონდი აკონტროლებს. კლინიკის ქონება სახელმწიფოს ეკუთვნის და შესაბამისად მასზე ვრცელდება წესი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ქონების იჯარაგაცემაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო (შემდგომში _ მეიჯარე), ხოლო საკუთრივ მოჯარის შერჩევა ხდება კონკურსით ხდება „სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმებით პრივატიზების შესახებ“ დებულების მოთხოვნათა შესაბამისად.  კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია საკონკურსო პირობების სრულად დაკმაყოფილება და გამოსასყიდად საიჯარო ქონებაზე მაქსიმალური ფასის გადახდა.

 

კლინიკის მენეჯმენტი, კონკრეტულად კი გენერალური დირექტორი ავთანდილ იმედაძე კანონის არც ერთ ამ მოთხოვნას არ აკმაყოფილებდა და კლინიკის მთელი ტერიტორია გაქირავებული იყო ქონების სააგენტოს გვერდის ავლით და კონკურსის გარეშე. ანალოგიურად კანონის დარღვევით ხდებოდა ხელშეკრულების გაფორმება და ფასის განსაზღვრა. შესაბამისად სახელმწიფო იღებდა ზარალს, ხოლო გაუმჯვრივალე სისტემა იძლეოდა კორუფციული გარიგების დადების საშაუალებას. უფრო მეტიც ერთ-ერთი მსხვილი მეიჯარე ე.წ. მუხაშავრიას კლინიკა იურიდიულად საერთოდ არ არის რეგისტრირებული.

 

საპარტნიორო ფონდის ინიციატივით ჩატარებულმა აუდიტმა გამოავლინა ეს დარღვევები, თუმცა შემდეგ ფონდის ხელმძღვანელობა მოერიდა სკანდალს და კლინიკის ადმინისტრაციას გარკვეული დრო მისცა დოკუმენტაციის გასასწორებლად. შედეგად ყველა მოიჯარემ ერთი და იგივე დღეს (რომელ) გააფორმა ახალი კონტრაქტები, თუმცა ღიად დარჩა ორი შეკითხვა: 1. როგორ მოიგო ყველა „კონკურსი“ უკვე არსებულმა მოიჯარეებმა და 2. რა რატომ არ მოყვა სანქციები ძველ დარღვევებს?

 

ამ და სხვა ფინანსური დარღვევების შესახებ ივანე აბესაძემ მოხსენა თავის უშუალო უფროს, რომელმაც ინფორმაცია მიაწოდა გიორგი ელგანდაშვილს. ბ-ნ აბესაძე სთავაზობდა შემოწმების ჩატარებას და შემდეგ დარღვევების შესახებ ინფორმაციის შესაბამის სტრუქტურებისთვის გადაცემას, თუმცა მის შეთავაზებზე არავითარი რეაგირება არ მომხდარა.

 

კონტრაბანდა და აფთიაქები

 

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლასთან ერთად დაიწყო ქურდული სამყაროს გამოღვიძება და გაძლიერება. იგივე მდგომარეობაა სამეგრელოს რეგიონში. სისტემა აქაც იგივეა - სისტემის ძირითადი მოთამაშე რეგიონალური ხელისუფლება, ამ შემთხვევაში სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონის რწმუნებული ლევან შონია და კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელი - ხვიჩა ცხაკაია და რეზო ლაზიშვილი (ზედმეტსახელად ბუდოკი). სისტემის შესახებ საქმის კურსშია და ხეირობს ცენტრალური ხელისუფლება. თუმცა არსებობს გარკვეული განსხვავებაც. ოკუპირებულ ტერიტორიასთან სიახლოვის გათვალისწინებით სქემაში ოკუპირებული ტერიტორიებიც არის ჩართული და საქმეში აფხაზი კრიმინალებიც მონაწილეობენ, მათი წარმომადგენელი თემურ გვასალიაა, ხოლო შუამავალი კი ყოფილი „ტყის ძმების“ მეთაური დათო შენგელია.

სიმბიოზის თანამშრომლობის საგანი თხილის ბიზნესი და კონტრაბანდაა. ჯგუფმა თხილის გადამამუშავებელი ქარხნები საოკუპაციო ხაზის მიღმა გალის რაიონში გახსნა და ჩასაბარებელი ფასის განსხვავებაზე თამაშით, სახელმწიფო ბიუჯეტის ავლით, მნიშვნელოვანი თანხა იშოვა. გარდა ამისა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე განლაგებული რუსეთის ბაზებიდან სამეგრელოს რეგიონში კონტრაბანდური წესით კარაქი და რძის ნაწარმა გადმოაქვთ, ხოლო უკანი კი თხილი და მინერალური წყალი. არსებული ინფორმაციით ოკუპირებული ტერიტორიების გავლით სხვა კონტრაბანდულ საქონელთან ერთად შემოდის მედიკამენტებიც, მათ შორის ფსიქოტროპული საშუალებებიც.  შემდეგ ეს წამლები ნაწილდება ცალკეულ არაქსელურ აფთიაქებში. გასაგებია, რომ მათი რეალიზაციით მიღებული თანხები ოფიციალურად არსად ფიქსირდება და სახელმწიფო ზარალდება. გარადა ამისა კონტრაბანდული წამლები, რომელთა შორისაც არის ვადაგასული მედიკამენტებიც, საფრთხეს უქმნის მოსახლეობის ჯარმთელობასაც.

 

თუმცა კონტრაბანდული მედიკამენტების რეალიზაცია ერთადერთი დარღვევა არ არის რაც სააფთიაქო სფეროში ხდება. ადგილი აქვს დარღვევებს აფთიაქების ლიცენზირების საქმეში,

ფსიქოტროპული მედიკამენტებზე ყალბი რეცეპტების გაცემას, ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიას და ფინანსური დოკუმენტების გაყალბებას. ამ დარღვევების გამო ცალკეულ აფთიაქების წინააღმდეგ შესაბამისი ფინანსური ჯარიმები და სანქციები გამოიყენება. თუმცა აფთიაქებმა შეიმუშავეს ჯარიმების თავიდან აცილების მთელი სისტემა. ჯარიმის გადახდის ნაცვლად აფთიაქი იმავე ადგილას, იმავე დამფუძნებლებითა და თანამშრომლებით თუმცა სხვა იურიდიული სახელით ფუნძდება და ოფიციალურად სუფთა ფურცლიდან განაგრძობს საქმიანობას. ლოგიკურია, რომ ასეთი მანიპუაციები შეუძლებელია მაკონტროლებელი ორგანოების შესაბამისი მფარველობის გარეშე. ამის შესახებაც მოახსენა ივანე აბესაძემ ხელმძღვანელობას, თუმცა ისევე, როგორც წინა შემთხვევაში ამ ფაქტსაც არავითარი რეაგირება არ მოყოფილია.

 

უკანონო მოსმენები

 

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად ფარული მიყურადების წარმოება შესაძლებელია, მხოლოდ მოსამართლის განჩინებით და მის განხორციელებისას ახდენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომელიც არის ამ ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ექსკლუზიური უფლებამოსილების მქონე ორგანო; შესაბამისად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამეტს არავითარი უფლება არ აქვს აწარმოოს ფარული მიყურადება და ზოგადად ასეთი ტექნიკური აღჭურვილობაც არ უნდა ქონდეს. მიუხედავად ამისა ივანე აბესაძეს განცხადებით ის თავად მონაწილეობდა გამოძიებით ოპერაციებში (კერძოდ კი კონტრაბანდულ მედიკამენტებების საქმეზე), რომლის დროსაც მიმდინარეობდა არასაქცირებული მიყურადებაც. შემდგომში, როდესაც სამსახურის ხელმძღვანელობამ დაიწყო მისი შევიწროვება ბნ აბესაძე თავად გახდა უკანონო მიყურადეღების ობიექტი. გიორგი ელგანდაშვილმა რამოდენმეჯერ ახსენა, რომ მათ აქვს მისი საუბარის ჩანაწერები, რომლებსაც შეეძლოთ მისი დისკიდიტირება.