ფრაქცია “მოძრაობა თავისუფლებისთვის-რეგიონების” თავმჯდომარის გიორგი ღვინიაშვილის კომენტარი პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით

“ევროპული საქართველოს” წევრი გიორგი ღვინიაშვილის პრეზიდენტს და საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდებს, რომ 7 აპრილს პარლამენტში პრეზიდენტის ანგარიშის მოსმენის შემდეგ საპარლამენტო დებატები გაიმართოს.

,,დღეს, საპარლამენტო უმრავლესობას და პრეზიდენტს შორის შექმნილი ვითარება არაჯანსაღია. მაზე მოწმობს ხელისუფლების, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების და ავად პარლამენტის თავჯდომარის მიერ არაერთხელ გაკეთებული არაადექვატური განცხადებები პრეზიდენტის მისამართით. ამ ფონზე, ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია პრეზიდენტის ანგარიში პარლამენტში. მინდა მოუწოდო ხელისუფლებას და საპარლამენტო უმრავლესობას, რომ პიროვნებას ნუ გააიგივებენ ინსტიტუტთან და წინა შემთხვევებში, როდესაც პრეზიდენტი მობრძანდა ანგარიშით, ჩვენ არასდროს არ მოგვეცა საშუალება, რომ იქ შემდგარიყო დებატები ’, - განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა.