ფიზიკური ძალადობის ფაქტი ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატზე მარნეულში

დღეს, 23 სექტემბერს, ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატს ალი მამედოვს სოფელ სადახლოში, მარნეულში თავს დაესხნენ. თავდამსხმელებს შორის იყვნენ სადახლოში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი როვშან ისკანდაროვი და გამგეობის თანამშრომელი მუხამედ ალიბედიევი. თავდამსხმელებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მამედოვს, რომელიც ახლა საავადმყოფოშია. მასთან ერთად იმყოფება მარნეულში ევროპული საქართველოს მერობის კანდიდატი აჰმედ იმამკულიევი.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა წინასაარჩევნოდ ხელისუფლება მსგავს მეთოდებს მიმართავს მისთვის საშიში კანდიდატების მოსაშორებლად. ევროპული საქართველო მოითხოვს დამნაშავეების სწრაფად გამოვლენას და დასჯას.