,,მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს’’ წევრის ოთარ კახიძე 11-12 მარტს ბათუმში მომხდარ არეულობაზე საუბრობს

,,მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს’’ წევრი ოთარ კახიძე ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ამბობს, რომ აქციის მონაწილეებს ჰქონდათ ჯაჭვები, აირწინაღები, მოლოტოვის კოქტეილები და იყვნენ ორგანიზებულები. კახიძემ განაცხადა, რომ უნდა დადგინდეს ვინ მონაწილეობდა ამ აქციის ორგანიზებაში და ასევე დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვისაც ევალდებოდა წესრიგის და უსაფრთხოების დაცვა: “გუშინ, ჩვენ მოვისმინეთ ინტერვიუ ბატონ ღოღობერიძესთან, რომელიც არის  სუს-ის ცნობილი ზონდერი. ის ხელისუფლების დავალებით თავს ესხმოდა საკონსტიტუციო სასამართლოს და პოლიტიკურ ოპოზიციას. ეს ადამიანი არ მალავს, რომ ამ აქციის ორგანიზატორი იყო თავად. გამოძიებამ უნდა მოიკითხოს მთავრობის შიგნით კიდევ ვინ იყვნენ ჩართულები ამ აქციის ორგანიზებაში ღოღობერიძესთან ერთად. აგრეთვე უნდა დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვისაც  წესრიგის და უსაფრთხოების დაცვა ევალებოდა ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უდიდეს ქალაქში, რომელიც არის საინვესტიციო და ტურისტული ცენტრი და რომელიც მთელი ღამის განმავლობაში სახელმწიფომ  ორგანიზებულ ხულიგნებს დაარბევინა და არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ აღეკვეთა ეს ვანდალიზმი”.

კახიძე აცხადებს, რომ ხელისუფლების მცდელობა, გადააბრალოს ყველაფერი “ნაციონალურ მოძრაობას”, რომელმაც ვერ გაუძლო პოლიტიკურ ცდუნებას საპროტესტო ტალღა გამოეყენებინა, აბსოლუტურად უსუსურია და რაც მოხდა, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა: “ქალაქი დააზიანეს, დაწვეს და საათების განმავლობაში ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ შეეჩერებინა ეს ვაგხანალია, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი მოქალაქეების საკუთრება, ჩვენი ქალაქები არ არის დაცული და ეს არის პირველ რიგში ხელისუფლების პასუხისმგებლობა. ეს არის ხელისუფლების ხელწერა. ხუთი წლის განმავლობაში ისინი ანგრევენ სახელმწიფო ინსტიტუტებს,’’