გიორგი კანდელაკი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა

გიორგი კანდელაკი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე ევროპარლამენტის მიერ 15 ივნისს მიღებულ რეზოლუციას ეხმაურება.

გიორგი კანდელაკის თქმით, “რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ მტკიცების ტვირთი არის საქართველოს მთავრობაზე, საქართველოს მთავრობამ უნდა დაამტკიცოს, რომ მისი სტრუქტურები არ მონაწილეობდნენ მუხთარლის გატაცებაში და დამნაშავეები -ანუ საქართველოში მომხდარი ამბის გამო დამნაშავეები - უნდა დაისაჯონ”.

გიორგი კანდელაკმა აღნიშნა, რომ რეზოლუციის განხილვის დროს, ფაქტობრივად გამოსვლებშიც კი, იმ ევროპარლამენტარებმა, რომლებიც საქართველოს აქტიური მხარდამჭერები არიან, ამ საქმესთან დაკავშირებით, ხელი დაადეს “ქართული ოცნების” მთავრობას: “კითხვა არის მარტივი: ღირდა თუ არა ამხელა თავის ტკივილად, ამხელა ზიანად, რომელიღაც „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირის კერძო ბიზნეს ინტერესის გამო, ესეთი უკანონობის ჩადენა, ესეთი მარტივი კითხვაა და ამ კითხვაზე პასუხის გაცემის საუკეტესო ფორმატი არის საპარლამენტო საგამოძიებო კომისია.