გიგი წერეთელი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებოდა

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, გიგი წერეთელი, სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში გიგი წერეთელი ევროპარლამენტის თავმჯდომარეს, ანტონიო ტაიანის შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ საკითხებს შეეხო.

გიგი წერეთელმა, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პოლიტიკურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული მოსახლეობის მიმართ ადამიანის უფლებების უხეშად დარღვევის უამრავი ფაქტია, რასაც შედეგად არაერთი მძიმე დანაშაულ მოყვა.

12345