გიგი წერეთელი გერმანიაში ბუნდესტაგის არჩევნებზე, ეუთოს სადამკვირვებლო მისიას ხელმძღვანელობს

გიგი წერეთელი გერმანიაში ბუნდესტაგის არჩევნებზე, ეუთოს სადამკვირვებლო მისიას ხელმძღვანელობს. გიგი წერეთელი, რომელიც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე პრეზიდენტია გერმანიაში არჩევნების მისიის სპეციალურ კოორდინატორად ეუთოს თავმჯდომარის, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის სებასტიან კურცის მიერ დაინიშნა. 


სადამკვირვებლო მისიაში 50-მდე პარლამენტის წევრია 25 ქვეყნიდან, რომლებიც არჩევნების მიმდინარეობას ბერლინსა და რამდენიმე დიდ ქალაქში დააკვირდებიან. 
გიგი წერეთელმა ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა გერმანიის ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებთან, მედიასა და არასამთავრობო სექტორთან, გერმანიის შსს-ს ხელმძღვანელობასთან, პოლიტიკურ ანალიტიკოსებთან, ექსპერტებთან და გერმანიის ბუნდესტაგის წარმომადგენლებთან.

სადსდასდას