გიგა ბოკერია: ,,ვიზალიბერალიზაცია არის პასუხისმგებლობა’’ “ვეროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა მიულოცა: ,,პირველ რიგში, მინდა მივულოცო ყველას ძალიან კარგი დღე. ეს არის ნაბიჯი ევროპული ს

“ვეროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა მიულოცა: ,,პირველ რიგში, მინდა მივულოცო ყველას ძალიან კარგი დღე. ეს არის ნაბიჯი ევროპული საქართველოსკენ, რომელშიც გვინდა, რომ ჩვენმა შვილებმა იცხოვრონ. გვაქვს პასუხისმგებლობა, ეს გზა გავაგრძელოთ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, რათა საქართველო დაბრუნდეს იმ წიაღში, სადაც ჩვენი ადგილი იყო და იძულებით დაგვაშორეს. რასაც ჰქვია წარმატებული, ღირსეული ერების ოჯახი, რაც არის ევროპა, ევროატლანტიკური სივრცე და რასაც თავისუფალი სამყარო ჰქვია’’