“ევროპულმა საქართველომ” ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელი ყრილობა გამართა

2017 წლის 9 ივლის “ევროპული საქართველოს” ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა. ორგანიზაციის ჩამოყალიბება მიზნად ისახავს ქალთა როლის გაძლიერებას ქართულ პოლიტიკაში.

დელეგატებმა ქალთა ორგანიზაციის საბჭოს თავმჯდომარედ ხათუნა გოგორიშვილი აირჩიეს. ასევე შეირჩა საბჭოს 15 წევრი და დამტკიცდა ორგანიზაციის დებულება. ყრილობაზე  მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნები განიხილეს და მასში ქალების მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

შეხვედრას  ევროპული საქართველოს პარტიის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია და თბილისის მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია დაესწრნენ. მათ შეკრებილებს სიტყვით მიმართეს და ქართულ პოლიტიკაში ქალთა როლის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ყრილობაზე დასახელდა, რომ “ევროპული საქართველოს” ზუგდიდის მერობის კანდიდატი ლელა ქებურია იქნება.