“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას კომენტარი ქვეყანაში რუსულ გავლენებთან დაკავშირებით

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი რუსეთის საქართველოში რუსული გავლენის ზრდასთან დაკავშირებით საუბრობს. ბოკერიას თქმით მთავარი პრობლემა ის არის, რომ დღვანდელი ხელისუფლება არათუ ეფექტურად არ ებრძვის რუსეთის გავლენის გაფართოებას საქართველოში, არამედ პრაქტიკულად ღიად უჭერს მხარს პროდასავლური პოლიტიკური ოპონენტების და მედიის დევნით, შევიწროვებით, ასევე ბიძინა ივანიშვილის ღია განცხადებებით, რომ ანტიდასავლური მედია მისი მოკავშრეა: ,,რუსეთი რომ მთავარი მტერია ეს ყველამ ვიცით ისედაც, მაგრამ ჩვენი დამატებითი და მთავრი პრობლემაა რომ ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც საკუთარი პოლიტიკური ამოცანების გამო ღიად არის დაინტერესებული ამ ძალების გაძლიერებით და პროდასავლური საზოგადოებრივი ძალების დასუსტებით’’.

გიგა ბოკერია აცხადებს, რომ გადასახადების გადამხდელების ფულით ფინანსდება ის ჯგუფები, რომლებიც ეწევიან რუსულ პროპაგანდას ქვეყნის შიგნით: “არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ამ ფონზე რუსეთის მხრიდან ფართოვდება მცდელობა ამ ტიპის ვითომ ჰუმანიტარული დახმარების საფარქვეშ მეტი აქტივობების. ამ ქვეყანაში მათ არა თუ წინააღმდეგობა არ ხვდებათ, არამედ წახალიხებას აქვს ადგილი. ამას თუ დავამატებთ იმას, რომ უსაფრთხოების სექტორში დამანგრეველი რეპრესიები ჩატარდა და პირდაპირი მითითებაა მათი მხრიდან, თავის დროზე ალასანიამ აღიარა, რომ არ დაუპირისპირდნენ რუსეთის ჯაშუშურ საქმიანობას ქვეყნის შიგნით და მთლიანად გადართულები არიან ოპოზიციის და მედიის დევნაზე,’’ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.