“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის დავით ბაქრაძის კომენტარი მოსკოვის ყოფილი მერის და რუსი ბაიკერების საქართველოში ვიზიტთან დაკავიშრებით

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით მოსკოვის ყოფილი მერის და რუსი ბაიკერების საქართველოში ვიზიტი არის თანამედროვე რუსული იმერპიალიზმის პროპაგანდის გამოვლინება და მისი აღკვეთა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომელიც ამის აღსაკვეთად სათანადო ნაბიჯებს არ დგამს.

„გამარჯვების ზეიმი არ უნდა გადაიქცეს იმ ადამიანების ზეიმად, ვინც აქტიურად მხარს უჭერს საქართველოს ოკუპაციას, ვინც პირადად მონაწილეობდა ცხინვალში ქართული სოფლების ნანგრევებზე რუსული სამხედრო ქალაქის შენებაში. ეს არის, რა თქმა უნდა, ხელისუფლების პატივისცემა, რომ ასეთი ადამიანები იყვნენ შეზღუდული და ასეთ ადამიანებს არ ჰქონდეთ საშუალება დათარეშობდნენ საქართველოში და გამარჯვების ზეიმს, ჩვენი წინა თაობების ნაბრძოლს, ნაღვაწს წყალში ყრიდნენ იმით, რომ დღეს უწევდნენ პროპაგანდას თანამედროვე რუსულ იმპერიალიზმს. ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა და სამწუხაროდ, ისე, როგორც სხვა სფეროში აქაც ვხედავთ, რომ არ დგას სათანადო სიმაღლეზე და არ დგამს აუციელებელ ნაბიჯებს,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.