“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი პენსიის გაზრდის ინიციატივასთან დაკავშრებით სასუბროდ  პენსიონერებს შეხვდა

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ პენსიონერებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ “ევროპული საქართველოს” ინიციატივაა პენსია წელსევე გაიზარდის. მისი თქმით, პარტიას აქვს კონკრეტული გეგმა, რომ ყველა იმ რაიონში, სადაც “ევროპული საქართველო” გაიმარჯვებს პენსია გაიზრდება პრემიების, დანამატების და ბიუროკრატიული ხარჯების შეზღუდვის ხარჯზე გაკეთებული დანაზოგით.

დავით ბაქრაძემ ქვეყანაში არსებულ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზეც ისაუბრა: “დღეს შეიქმნა სიტუაცია, როდესაც ასობით ათასი პენსიონერი არის ურთულეს მდგომარეობაში და უწევთ გამკლავება გაძვირებულ ცხოვრებასთან, გაზრდილ ფასებთან, გაძვირებულ პროდუქტთან, წამლებთან, გაჭირვებასთან და შეიქმნა სიტუაცია, როდესაც ხელისუფლება ერთ სიტყვასაც არ ეუბნება პენსიონერებს თუ რას ჰპირდება, იქნება თუ არა ამ ქვეყანაში პენსიის ზრდა, როგორც და როდის გაიზრდებას მათი შემოსავალი. ამ სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს ისიც, რომ ოჯახების აბსოლუტურ უმრავლესობაში პენსია არ გახლავთ მხოლოდ პენსიონერის ფული. ეს არის თანხა, რომელსაც პენსიონერი ახარჯავს საკუთარ ოჯახს, ვალის გასტუმრებას, ნისიას, პროდუქტებს, წამლებს, მისი შვილების და შვილიშვილების საჭიროებას, ამიტომ პენსიის ზრდა ეს არ გახლავთ მხოლოდ პენსიონერთა დახმარება, ეს არის გაჭირვებული ოჯახების დახმარება ჩვენს ქვეყანაში”.