ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი გერმანიის ბუნდესტაგის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიების სპეციალურ კოორდინატორად დაინიშნა.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი გერმანიის ბუნდესტაგის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიების სპეციალურ კოორდინატორად დაინიშნა. ეს გადაწყვეტილება ეუთოს მოქმედმა თავჯდომარემ, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სებასტიან კურცმა მიიღო.

„მე წარმატებას ვუსურვებ საპარლამენტო ანსამბლეის ვიცე-პრეზიდენტ, ბატონ გიორგი წერეთელს და ყველა სადამკვირვებლო მისიას გერმანიის არჩევნებზე და ინტერესით ველოდები მათ შეფასებებს“, - წერს სებასტიან კურცი თავის წერილში.

წერეთელი ეუთოს საპარლამენტო ანსამბლეის პრეზიდენტმა კრისტინ მუტონენმა წარადგინა - „მისი ევროპული პოლიტიკის ცოდნა, ასევე პოლიტიკური და საარჩევნო გამოცდილება საქართველოში, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ამ სადამკვირვებლო მისიისთვის.“


გიგი წერეთელი ბუნდესტაგის არჩევნებისას კოორდინირებას გაუწევს ეუთოს საპარლამენტო ანსამბლეის, ODIHR-ის, ევროსაბჭოს, ევროპარლამენტისა და NATO-ს სადამკვირვებლო მისიებს. ასევე არჩევნების დასრულების შემდგომ წარადგენს წინასაწარ შეფასებას.

გიგი წერეთელი 2015 წელს ასევე ხელმძღვანელობდა ეუთოს სადამკვირვებლო მისიას დიდ ბრიტანეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე.

123123123