„ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია “ქართველთა მარშში” მონაწილეების ძალადობრივ განცხადებებსა ეხმაურება.

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით ყველგან, მათ შორის დასავლეთშიც არსებობენ პუტინის პროპაგანდის გამატრებლები, შავრაზმელები და ფაშისტები და მათაც აქვთ სიტყვის თავისუფლება, “მაგრამ თუ ისინი გადადიან ზღვარს და პირდაპირ მოუწოდებენ ძალადობისკენ, ამ შემთხვევაში 25 წლის გოგოს ჯგუფური გაუპატიურებისკენ და მის ადგილსამყოფელს ადგენენ, რეალურ ქმედებას გეგმავენ, ეს არის დასჯადი, ჩვენი ლიბერალური კანონებითაც კი. ისინი არიან ივანიშვილის მთავრობის, კალაძის და მთელი ამ გუნდის სატელიტები, მოკავშირეები და მათი და პუტინის მხარდაჭერით არსებობენ. ეს არის დიდი პრობლემა,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.