“ევროპული საქართველოს” წევრმა ლელა ქებურიამ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვაზე ისაუბრა

“ევროპული საქართველოს” წევრი ლელა ქებურია ზუგდიდში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვაზე სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ თუკი ძალაუფლება მხოლოდ ერთი პარტიის ხელში იქნება კონსოლიდირებული, პარლამენტი ვერასოდეს იქნება ძლიერი, არამედ მხოლოდ ნოტარიული და გამტარებელი იმისა, რასაც ეტყვის პარტია.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მრავალპარტიული პარლამენტი, რომ იყოს დემოკრატიულობის ხარისხი მაღალი. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ 2020 წელს პირველ ადგილზე გასული პარტია არ იქნებაქართული ოცნება,მაგრამ იმაშიც რომ ღრმად ვიყო დარწმუნებული, რომ ეს პარტია იქნებაევროპული საქართველომაინც ვიტყვი და მაინც არ დაუჭერ ამ ცვლილებას მხარს იმიტომ, რომ ეს არ არის სამართლიანი. ჩვენ ერთი საარჩევნო ციკლისთვის არ ვღბულობთ საკონსტიტუციო ცვლილებას, ჩვენ ამ ცვლილებას ვღებულობთ იმიტომ, რომ მივიღოთ დემოკრატიული ქვეყენა,’’ - განაცხადა ლელა ქებუარიამ.