“ევროპული საქართველოს’’ წევრის სერგი კაპანაძის კომენტარი ე.წ “აფხაზეთის რკინიგზასთან” დაკავშირებით

“ევროპული საქართველოს” წევრი სერგი კაპანაძე ე.წ. “აფხაზეთის რკინიგზის” შესაძლო გახსნასთან დაკავშირებით საუბრობს:  “ჩვენ, ბოლო წლებია ძალიან აქტიურად ვადევნებთ თვალ-ყურს. როგორც წესი, ინფორმაცია ე.წ აფხაზურ რკინიგზაზე ვრცელდება ხოლმე რუსულ და სომხურ პრესაში და იქ არის ხოლმე იმაზე საუბარი, რომ გარკვეული მოლაპარაკებები მიმდინარეობს ქართულ მხარესთან. ქართული მხარე კი როგორც წესი, ამაზე უარს ამბობს და არ აღიარებს, რომ მსგავსი მოლაპარაკებები მიმდინარეობს”. კაპანაძის აზრით, პრობლემა იმაშია, რომ არ არსებობს მექანიზმი, რომლითაც შესაძლებელი იქნება ამ საგანგაშო ინფორმაციის გადამოწმება და ვარაუდის საფუძველი არსებობს იმ ფონზე, როდესაც ბოლო პერიოდში ხელიფულება ისეთ ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯებს დგამს, როგორიც “გაზპრომთან” შეთანხმებაა.

“ერთ რამეს უნდა გაესვას ხაზი - თუ არ იქნა ბევრი ჩვენთვის სასიცოცხლო ინტერესი გათვალისწინებული,  ქვეყნისთვის ძალიან დამაზიანებელი იქნება. ეს დისკუსიები თავის დროზე ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო. იქ არის ძალიან ბევრი დეტალი, რომელიც მნიშვნელოვანია. ამ რკინიგზის გახსნა ისე, როგორც ივანიშვილმა თავის დროზე ახსენა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისთვის ძალიან კატასტროფული შედეგის მომტანია. ბუნებრივია, ამით დაინტერესებულია პირველ რიგში რუსული მხარე და საოკუპაციო რეჟიმი იმიტომ, რომ ეს მათთვის მომგებიანია. უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, გახსნილობა იყოს და ადამიანებს გადაადგილების და დევნილებს დაბრუნების საშუალება ჰქონდეთ და უსაფრთხოების საერთაშორისო ნორმები არსებობდეს. ეს მიზნები თუ მიღწეული იქნება, რა თქმა უნდა ყველაფრის განხილვა შეიძლება,’’-აცხადებს სერგი კაპანაძე.