“ევროპული საქართველოს“ წევრის მამუკა ჩიქოვანის კომენტარი  თვითმმართველი ქალაქების სტატუსის გაუქმებასთან დაკავშრებით


ევროპული საქართველოს“ წევრის მამუკა ჩიქოვანის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობამ თვითმმართველი ქალაქების სტატუსის გაქუმებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ივანიშვილის დავალებით მიიღო. მისი თქმით, უმრავლესობამ კანონში ის ცვლილებები მიიღო, რასაც აქამდე წარმატებულ რეფორმად მოიხსენიებდნენ.

“ნაცვლად იმისა რომ, აუცილებელი სისტემური რეფორმა განხორციელდეს, ხელისუფლება ახლა აპირებს მერის არჩევნების გაუქმებას და საერთოდ უარს ამბობს არჩევითობაზე. სოფელში, თემში, ქალაქში ხელისუფლების განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის მარტივი და ეფექტიანი მოდელის გარეშე საქართველო ვერასოდეს გახდება შემდგარი დემოკრატია. 2012 წელს, თქვენი შეპირეპის მიუხედავად, დეცენტრალიზაციის ნაცვლად თქვენ მიდიხართ არჩევნების გაუქმების გზირთ და ასაბუთებთ ხარჯების შემცირების აუცილებლობით. ხარჯების შემცირება თუ გსურთ გააუქმეთ უსარგებლო ა.ი.პ.-ები, გააუქმეთ უსარგებლო პროგრამები რომლითაც ბიუჯეტი გაქვთ გამოტენილი, მოახდინეთ გუბერნატორის უსარგებლო ინსტიტუტების რეფორმირება” - აცხადებს მამუკა ჩიქოვანი.