“ევროპული საქართველოს” წევრის გიორგი ტუღუშის კომენტარი აშშ-ს სენატის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხადამჭერი რეზოლუციის მიღებასთან დაკავშირებით.

“ევროპული საქართველოს” წევრი გიორგი ტუღუში აცხადებს, რომ აშშ-ს სენატში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხადამჭერი რეზოლუციის მიღება არის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ.

,,ბოლო წლებია, ჩვენი ქვეყანა რეალურად გრძნობს მხარდაჭერას, რომელიც ხშირ შემთხვევაში აისახება უშუალოდ კონკრეტული რეზოლუციის ტექსტებში. შესაბამისად, ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, რომელიც უკავშირედება იგივე ოკუპირებულ ტერიტორიებს, რუსეთის მიერ განხორციელებულ სხვადასხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს, დაგმობილი იქნება ამ რეზოლუციაში, რაც ჩვენთვის ძალიან პოზიტიური სიგნალია. ვფიქრობ, რომ ხელისუფლების მუშაობა ამ მიმართულებით უნდა იყოს კიდევ უფრო აქტიური და აშშ-ს სენატის შემდეგ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი რეზოლუციები მიიღონ სხვა სტრუქტურებში, მათ შორის, როგორიც არის ევროპარლამენტი და სხვადასხვა ორგანოები. ყველა მეგობარმა ქვეყანამ ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ რუსეთის ქმედებები შეჩერდეს და გარდა ამისა, იყოს მკაფიო მესიჯი, რომ ასეთი ქვმედებების განხორციელების უფლებები მათ არ აქვთ’’, - განაცხადა გიორგი ტუღუშმა.