“ევროპული საქართველოს’’ წევრის გიორგი კანდელაკის კომენტარი აფხაზეთში საზენიტო დანადგარების განთავსებაზე

“ევროპული საქართველოს” წვერი გიორგი კანდელაკი აფხაზეთში საზენიტო დანადგარების განთავსებას ეხმაურება. გიორგი კანდელაკის თქმით, საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა მდგომარეობს რუსეთისთვის, ოკუპანტი სახელმწიფოსთვის კომფორტის შექმნაში და მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში რუსეთი მტრულ და აგრეიულ ნაბიჯებს დგამას, აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, საქართველოს მთავრობა პრაქტიკულად არაფერს აკეთებს უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე: “საქართველოს პრემიერ-მინისტრი არ ჩასულა ვიზიტით ამ საკითხების ირგვლივ ყურადღების მობილიზების მიზნით არც ერთ მნიშვნელოვან დედაქალაქში, მას არ განუხორციელებია ზარი არც ერთ მსოფლიო ლიდერთან იმისათვის, რომ მოხდეს ამ საკითხის ირგვლივ დარაზმვა საერთაშორისო თანამეგობრობისა და სწორედ ამის შედეგია ის, რომ როცა მსოფლიო ლიდერები საუბრობენ რუსეთის აგრესიაზე უკრაინის მიმართ და იმაზე, თუ როგორ უნდა დაეხმარონ უკრაინას ამ აგრესიისგან თავის დასაცავად, ისინი, სამწუხაროდ, აღარ ახსენებენ საქართველოს. ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა მდგომარეობს რუსეთისთვის, ოკუპანტი სახელმწიფოსთვის კომფორტის შექმნაში’’,- განაცხადა გიორგი კანდელაკმა.