“ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ

“ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ უმრავლესობას გადასახადების შემცირება, რაც ეკონომიკას გაზრდის, არ სურს, რადგან არ სურთ მოიკლონ საკუთარი კეთილდღეობა ხალხის კეთილდღეობის სანაცვლოდ.

მისი თქმით, “ევროპული საქართველო” ხშირად გამოთქვამს კრიტიკას იმ ეკონომიკური პოლიტიკის გამო, რომელსაც 5 წელია მთავრობა ატარებს და რომლის შედეგადაც უმუშევრობა არ მცრიდება და ოჯახების შემოსავლები იკლებს.

ჭიაბერაშვილმა ასევე ისაუბრა სახელმწიფო ვალზე: “შემაშფოთებელია, რომ ჩვენ სამთავრობო ვალით გადავაჭარბეთ იმ შედეგებს, რაც შევარდნაძემ დატოვა 2003 წელს როდესაც იყო 43 პროცენტი და დღეს სამთავრობო ვალი არის 44 პროცენტი, ანუ მომავალ თაობებს იმ ფულის გადახდა მოუწევთ, რასაც თქვენ უყაირათოდ ფლანგავთ, რაც ჩანს თუნდაც იქიდან, რომ თუ შევადარებთ 2016 და 2012 წელის სამთავრობო ბიუროკრატიულ ხარჯს, რაც გაიცემა დამატების სახით, 550 ლარით მეტია და ხალხი სვამს ლოგიკურ კითხვას, თუ რა კეთდება ქვეყანაში საიმისოდ, რომ მთავრობა მათ კისერზე ეწვეს”

ჭიაბერაშვილის თქმით, “ევროპულმა საქართველომ” მთავრობას შესთავაზა ამ ყველაფრიდან გამოსავალი, „მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა“ სახით, რომელიც ითვალისწინებს საგადასახოდო შერავათებს. საწვავზე: ბენზინზე, დიზელზე, გაზზე აქციზის განახევრებას, განაწილებული მოგების შემცირებას, საშემოსავლო გადასახადის 20-დან 15 პროცენტამდე შემცირებას. “ეს ყველაფერი იქნება გამოსავალი, რადგან სამუშაო ადგილებს ქმნის მცირე და საშუალო ბიზნესი. ეკონომიკური სწრაფი ზრდა ნიშნავს ლარის კურსის გამყარებას, ფასების სტაბილურობას და უმუშევრობის დაძლევას, მაგრამ თქვენ არ გინდათ გაიზიაროთ ჩვენი შემოთავაზება, არა იმიტომ, რომ ოპოზიცია გთავაზობთ არამედ იმიტომ, რომ გადასახადების დაწევას სჭირდება უაზრო და გაუმართლებელი სამთავრობო ხარჯების შეკვეცა და არაფრით არ გსურთ, რომ თქვენი კეთილდღეობა მოიკლოთ ხალხის კეთილდღეობის სასარგებლოდ. თქვენ ამ წლის ბოლომდე მაინც მოგიწევთ ამ პაკეტიდან გარკვეული საკითხების გათვალისწინება, მაგრამ რაც უფრო გვიან გაკეთდება ეს, ხალხისთვის ზიანი იქნება უფრო დიდი, ხოლო შესაკვეცი სამთავრობო ხარჯი კიდევ უფრო დრამატული”- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.