“ევროპული საქართველოს’’ წევრი თენგიზ გუნავა ხურჩა-ნაბაკევის გზის ჩაკეტვაზე კომენტარს აკეთებს

“ევროპული საქართველოს” წევრის თენგიზ გუნავას განცხადებით ხურჩა-ნაბაკევის გზის ჩაკეტვაზე საუბარი დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა და ხელისუფლებას გაცილებლით ადრე უნდა ეზრუნა ამ საკითხზე.

გუნავა ასევე ამბობს, ამ ფაქტით კიდევ ერთხელ მტკიცდება რომ აბაშიძე-კარასინის ფორმატი არაფრისმომცემია: “ადამიანებს შეეზღუდათ გადაადგილება და ჩაიკეტა ხურჩა- ნაბაკევის და ორსანტია-ოტობაიას დამაკავშირებელი გზები. ამ ყველაფრის გამო სკოლის მოსწავლეების ვერ ახერხებენ მიიღონ სრულყოფილი განათლება. ხელისუფლებას გაცილებით ადრე უნდა დაეწყო  ამ საკითხზე მუშაობა და ზრუნვა. მათ მიერ აქამდე გადადგმული ყველა ნაბიჯი მხოლოდ წამგებიანი აღმოჩნდა. პრობლემა განსახილველად საერთაშორისო დონეზე გაცილებით ადრე რომ დამდგარიყო, ასეთ შედეგს არ მივიღებდით. მყისიერად იქნებოდა სახელმწიფო დეპარტამენტის და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან გაკეთებული განცხადებებიც’’,- აცხადებს თენგიზ გუნავა.