“ევროპული საქართველოს” წევრი, ლაშა დამენია თვითმმართველი ქალაქების სტატუსის გაუქმების შესახებ

ევროპული საქართველოს” წევრის, ლაშა დამენიას განცხადებით, მაშინ, როცა ხელისუფლება აცხადებს, რომ თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსის გაუქმება ხარჯების დაზოგვას ემსახურება, მათვე მონაცემებით ხარჯს ჩნს, რომ ისინი ამ გაერთაინებით ისევ ზრდიან ადმინისტრაციულ ხარჯს და ეს ინიციატივა დემოკრატიიდან უკან გადაგმული ნაბიჯია.

ამ რეფორმას არაფერი მოაქვს მოსახლეობისთვის. აღნიშნული რეფორმით არც პენსიის ზრდაა გათვალისწინებული, არც სამუშაო ადგილების შექმნისკენაა მიმართული. ამ ვითომ რეფორმას მოსახლეობისთვის გაუარესება მოაქვს, როგორც დემოკრატიულობის, ასევე თვითმმართველობის კუთხით. რასაც დღეს ,,ქართული ოცნება" აკეთებს სრული ფარსია და ვფიქრობ, რომ მთელი საქართველო - არასამთავრობო ორგანიზაციები წინააღმდეგები არიან იმისა, რომ 7 თვითმმართველ ქალაქს გაუუქმდეს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი", - განაცხადა დამენიამ.