“ევროპული საქართველოს“ წევრი ხათუნა გოგორიშვილი საკონსტიტუტციო ცვლილებებთან დაკავშირებით საუბრობს


“ევროპული საქართველოს” წევრი, ხათუნა გოგორიშვილის განცხადებით “საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შემთხვევაში, პრეზიდენტი აღარ იქნება მთავარსარდალი, აღარ უხელმძღვანელებს უშიშროების საბჭოს, ვეღარ დანიშნავს წარმომადგენელს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ვეღარ წარადგენს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს და სასამართლოს წევრებს, ვეღარ გამოიყენებს ვეტოს უფლებას ბიუჯეტის შესახებ და საკონსტიტუციო ცვლილებებზე, ნებისმიერ ნორმატიულ აქტს, რომელსაც პრეზიდენტი მოაწერს ხელს დასჭირდება თანახელმოწერა მთავრობის მიერ, გარდა მცირეოდენი გამონაკლისისა.
რატომ ვტოვებთ საერთოდ პრეზიდენტის ინსტიტუტს და რატომ არ ვაუქმებთ ამ ინსტიტუტს, როცა არანაირი ფუნქცია, იმ შემთხვევაში, თუ ეს საკონსტიტუციო ცვლილება იქნება მიღებული, ნამდვილად აღარ ექნება საქართველოს პრეზიდენტს?” - აცხადებს ხათუნა გოგორიშვილი.