“ევროპული საქართველოს” წევრი ირმა ნადირაშვილი ყოფილი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის მიერ აუდიტის სამსახურის უფროსის, ლაშა თორდიას ცემის ფაქტს ეხმაურება.

“ევროპული საქართველოს” წევრი ირმა ნადირაშვილის განცხადებით, ქვეყანა სადაც ყოფილი გენერალური პროკურორი აუდიტის სამსახურის უფროსს ცემით უსწორდება, სახელმწიფო აღარ არის და ეს ფაქტი ნათლად გამოხატავს ივანიშვილის მახინ რეჟიმს, სადაც ძალადობა წახალისებულია და ივანიშვილთან ახლობლობა დაუსჯელობის გარანტია.

“ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის ძალიან შემაშფოთებელი ფაქტი, რადგან ადამიანების ინტერესების დაცვის ნაცვლად, აღმოვაჩნიეთ, რომ ფარცხალაძე კრიმინალური მეთოდებით იცავს საკუთარ ინტერესებს და როგორც აუდიტის სამსახურის ინტერვიუდან გახდა ცნობილი, ის გამოკვლევას ატარებდა ერთ-ერთ ფაქტზე, სადაც ფარცხალაძის ინტერესები ფიგურირებს. ჩვენ შორს ვართ იმ აზრისგან, რომ შესაძლებელია ყოფილი გენერალური პროკურორი სათანადოდ დაისაჯოს და ცხადია, ჩვენს ამ დამოკიდებულებას აქვს საფუძველი. ჩვენ რამდენიმე წუთში გავავრცელებთ კადრებს, რომელიც გივი თარგამაძემ მოიპოვა და სადაც ძალიან ნათლად ჩანს, რომ ფარცხალაძეს და მის მეუღლეს ემსახურება ფინანსური პოლიციის სახელმწიფო დაცვა და სწორედ ამ დაცვის თანხლებით გადაადგილდება ფარცხალაძე. მოვითხოვთ, შეიქმნას საგამოძიებო კომისია და ეს გაუგონარი ფაქტი სწორედ პარლამენტმა გამოიძიოს ’’ - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.