„ევროპული საქართველო“ დევნილთა შემწეობის 60 ლარამდე გაზრდას ითხოვს

იმ პირობებში, როდესაც ქვეყნის ძირითადი პრობლემები საყოველთაო გაჭირვება, უმუშევრობა, ფასების ზრდა და დაბალი ეკონომიკური აქტივობაა, “ევროპული საქართველო” საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი წევრებისათვის - დევნილებისათვის სახელმწიფო დახმარებათა პაკეტის გაუმჯობესების ინიციატივით გამოდის.

 

27 აპრილს პარლამენტი “ევროპული საქართველოს” იმ საკანონმდებლო ინიციატივების განხილვას იწყებს, რომლის მიხედვით:

- დევნილის შემწეობა 45-დან  60 ლარამდე გაიზრდება;

- საარსებო შემწეობის მიღება აღარ გამოიწვევს დევნილის შემწეობის მიღების შეჩერებას;

- დევნილი ოჯახის ბინით უზრუნველყოფა აღარ გამოიწვევს დევნილის შემწეობის გაუქმებას, რადგან ბინით უზრუნველყოფა არ ცვლის მათ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას;

- ყოველთვიური შემოსავლის ზღვარი, რომლის მიღების შემთზვევაში დევნილს ეხსნება შემწეობა, აიწევს 1250-დან  1500 ლარამდე;

- დევნილის სტატუსი პროაქტიულად მიენიჭება იძულებით გადაადგილებულ პირებსა და მათ არაოკუპირებულ ტერიტორიებზე დაბადებულ შთამომავლობებს.

 

“ევროპული საქართველოს” ინიციტივებს თან ახლავს ფინანსური დასაბუთება, რომელიც დევნილებისათვის სახელმწიფო დახმარებათა პაკეტის გაუმჯობესებისათვის 2018 წლის ბიუჯეტში 75 მლნ ლარის მობილიზებას ითვალისწინებს.