,,ევროპული საქართველო აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმესთან დაკავშირებით შს მინისტრს პარლამენტში იბარებს’’

“ევროპული საქართველოს” წევრის, ელენე ხოშტარიას განცხადებით “ევროპულმა საქართველომ” მოითხოვა შინაგან საქმეთა მინისტრის და სუს-ის მოსვლა პარლამენტში, რათა პასუხი გასცენ მათ ყველა კითხვას და გაასაჯაროვონ საქმესთან დაკავშრებული ჩანაწერები. ,,ჩვენ უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ გასცენ კითხვებს პასუხი. თუ ეს გაუვიდა ხელისუფლებას, იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ყველა მოქალაქე, ყველა პოლიტიკოსი ხელს ვაწერთ რომ ჩვენი სახელმწიფო არ არსებობს. აღარ ვლაპარაკობ იმ საერთაშორისო ზიანზე, იმ მორალურ მხარეზე, რომელიც წარმოუდგენელია ამ სიტუაციაში.’’ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.