“ევროპული საქართველო” აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს

 “ევროპული საქართველო პარლამენტში, სესიაზე დააყენებს საკითხს, შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით.

 “ევროპული საქართველოს” წევრის სერგი კაპანაძის განცხადებით ,,პარლამენტი უნდა ჩაერთოს ამ საქმეში იმიტომ, რომ სამართალდამცავ ორგანოებს ნდობა არ გააჩნია’’. კაპანაძემ ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილი იყოს გამჭვირვალობა სწორედ ისე, როგორც ევროპარლამენტმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას და იმედი გამოთქვა, რომ უმრავლესობის ნაწილს მაინც ეყოფა საღი აზრი, რომ მხარი დაუჭირონ აღნიშნულ ინიციტივას. “მიგვაჩნია, რომ ეს გამოძიება უნდა იყოს კომპლექსური და ბოლომდე მიყვანილი. მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტის ზედამხედველობა არსებობდეს,’’ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.