,,ეს არის ის პრივილეგია, რომელიც ქართველმა ხალხმა ნამდვილად დაიმსახურა, თავისი ისტორიით, კულტურით, ბრძოლით საქართველოს თავისუფლებისთვის’’

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ კომენტარს აკეთებს: “ეს არის დიდი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ევროპული განვითარების გზაზე, მაგრამ ეს არის მხოლოდ ნაბიჯი. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სვლა ევროპისკენ მანამ, სანამ არ გავხდებით ევროპის ყველა პოლიტიკურ-კულტურული და სამართლებრივი ინსიტიტუტის სრულფასოვანი წევრი. ყველას ვულოცავ ამ დღეს. ეს ნამდვილად დამსახურებული ნაბიჯია საქართველოსთვის და ვისურვებ, რომ ახლო მომავალში გავაგრძელებთ განვითარებას, წინსვლას და ყველა ერთად ვიზეიმებთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, რაც პრაქტიკულად გახდება ამ ყველაფრის დამაგვირგვინებელი და შემაჯამებელი ნაბიჯი’’,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.